მიხეილ სარჯველაძე - ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება ვერც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის

ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება ვერც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია არა შედეგი, არამედ პოზიციის დაფიქსირება.

„როგორც პროფესიული წრეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის ნათელია რეალურად არსებული მდგომარეობა და ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, შესაბამისად, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება ვერც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. სამწუხაროა, არავისთვის სასიამოვნო არ არის ამ პროცესში მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ მოგვიწია ასეთი პროცედურების წამოწყება იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩენილიყო კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი. აქვე უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორც არ უნდა დასრულდეს საბოლოო ჯამში ეს პროცედურები, ვგულისხმობ პოლიტიკურ ნაწილს, როცა კენჭისყრა გაიმართება, ვფიქრობ, აქ საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო ინიცირება და დადასტურება გარემოებისა, რაც უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევას, რაც შეეხება რეზულტატს, ეს არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც საკუთრივ პოზიციის დაფიქსირება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა