ლაშა ტუღუში - მედიის მუშაობის საკითხზე ცვლილებები სახიფათო პროცესია - ეს შეიძლება, გილიოტინა აღმოჩნდეს და მის უკან იდგეს მიუღებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ სადამსჯელო ნაბიჯების ინტერესი

„ლიბერალური აკადემია - თბილისის“ დირექტორის, ლაშა ტუღუშის განმარტებით, საინფორმაციო საშუალებების მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მედიისთვის სახიფათო პროცესია და ამ საკითხის განხილვას მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ, რათა ეს შეიძლება, „გილიოტინა აღმოჩნდეს“.

როგორც მანდ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ამ ყველაფრის უკან შეიძლება ის ინტერესი იდგეს, რომ მიუღებელი მედიის წინააღმდეგ, „გარკვეული სადამსჯელო ნაბიჯები და ღონისძიებები განხორციელდეს“.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ მედიისთვის ეს ძალიან სახიფათო პროცესია. ვისურვებდი, რომ მედიამ მეტი დრო დაუთმოს ამ საკითხების განხილვას იმიტომ, რომ ეს შეიძლება გილიოტინა აღმოჩნდეს, პირდაპირ ვამბობ ამას. ამ საშიში სიტყვების, რომლითაც ახლა [საუბრობენ] - სიძულვილის ენა და ა.შ, შეიძლება სხვა უფრო სერიოზული რამ იმალებოდეს. [ შეიძლება იდგეს] ინტერესი, რომ იმ მედიის წინააღმდეგ, რომელიც შენთვის მისაღები არ არის, გარკვეული სადამსჯელო ნაბიჯები და ღონისძიებები განხორციელდეს. ეს არის ძალიან მარტივი გასაგები იმიტომ, რომ ჩვენ სადაც ვართ, რა სიტუაციაშიც და რა პოლიტიკურ ვითარებაშიც, ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ, ეს ძალიან სახიფათო პროცესია. ვიმეორებ, მედიას ბევრად მეტი ყურადღება და ძალისხმევა მართებს, რათა თავი დაიცვას. მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, სამწუხაროდ, ჩვენი მედიების მხრიდან ამას ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ მათ, როდესაც ეს კანონპროექტი კიდევ უფრო რთულად და უარესად შემოვიდა, მაშინ ძალიან მცირე ყურადღება დაუთმეს. მერე სამოქალაქო საზოგადოების, მედიაკოალიციის, ეროვნული პლატფორმის ჩართულობით და დიდი ძალისხმევით, თავიდან ავირიდეთ. შემდეგ, მედიის მხრიდან აუცილებელი ნაბიჯები იყო გადასადგმელი. არ გამოვიჩინეთ საკმარისი ყურადღება და ახლა, ეს ძალიან საშიში ნორმა უკან დაბრუნდა. როგორ არის შენიღბული იცით, თითქოს, ევროკავშირის პოზიციაა ასეთი და მათ შორის, განმარტებით ბარათშიც ეს უწერიათ. ასე ნამდვილად არ არის. იქ განსხვავებული შეხედულებებია, არასწორი კონტექსტი, რომელიც განმარტებით ბარათში ჩაწერა უმრავლესობის ნაწილმა. ალბათ, ეცდებიან, რომ ხელისუფლებას მიაღებინონ. თითქოს ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს ამას. სინამდვილეში ასე არ არის. ევროკავშირი ამ პრობლემას ხედავს, მათ შორის ევროსაბჭოს ექსპერტი დაიქირავეს, რომელმაც თქვა, რომ სხვა მოდელი გვჭირდება. ძალიან დიდი დასკვნა არსებობს, რომელიც თანარეგულირების მექანიზმის შექმნას გულისხმობს. სადაც თქვენც, მედიაც და ამ შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისიაც, ერთობლივად გარკვეულ მოქმედებებს განახორციელებს, რათა პრობლემა, რომელიც შეიძლება არსებობდეს, მოგვარდეს. მაგრამ ის კანონპროექტი, რომელიც შემოტანილია, ამ მიდგომას არ გულისხმობს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს მიდგომა ძალიან სახიფათოა. ესეც ძალაუფლების საკითხია“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე განმარტებით, „მედია დროულად უნდა გაერთიანდეს საკუთარი ინტერესების დასაცავად“.

ცნობისთვის, მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება.

„ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა