ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, „ქართუ ფონდმა“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საკუთრებაში დაიბრუნა.
ამასთან, როგორც აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, „ქართუ ფონდმა“ წინასწარი ნასყიდობისხელშეკრულება გააუქმა „ლაგუნა ვერესა“ და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასთან დაკავშირებით.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, „ქართუ ფონდმა“ გააუქმა წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრებაში დაიბრუნა 80 145 კვ.მ მიწის ნაკვეთი თამარაშვილის ქუჩაზე (ყოფილი იპოდრომი). ალბათ, სხვა დეველოპერს მიყიდის; ასევე, გააუქმა შპს “ნეო სითი დეველოპმენტის“ წილზე (რომელსაც მიყიდა „ლაგუნა ვერე“ და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა კოსტავაზე, ასევე იპოდრომი, რომელიც ახლა უკან დაიბრუნა) „ფონდი ქართუს“ სასარგებლოდ არსებული გირავნობის უფლება 80 მილიონ აშშ დოლარზე; აბასთუმანში შპს „ტურიზმის განვითარების ფონდმა“ გამოისყიდა 35% წილი 18545 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 26142 კვ.მ შენობაზე. რატომაა ეს საინტერესო? კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ კანონმდებლობის უხეში დარღვევით გასაიდუმლოებულია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ანგარიშები. არსებობს რეალური შესაძლებლობა ფონდი მრავალმილიონიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებდეს საეჭვო შემოწირულებებს და კავშირებს (მაგ: რუსი სანქცირებული ოლიგარქები), მისი შემოსავლები კი გამოიყენებოდეს არა საქველმოქმედო მიზნებისთვის“, - წერს აბესაძე.