ირაკლი კობახიძე - ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში კეზერაშვილის პარტნიორები და „მარჯვენა ხელები“ დააკავეს, ყველას აკავებენ, მის გარდა - გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი „გლობალური ომის პარტიას“ მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს

ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი „გლობალური ომის“ პარტიას მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კეზერაშვილის პარტნიორები დააკავეს.

„ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში დააკავეს კეზერაშვილის პარტნიორები და მარჯვენა ხელები. საინტერესო რა არის - ყველას აკავებენ კეზერაშვილის გარშემო, გარდა კეზერაშვილისა. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კეზერაშვილი ვიღაცას, ვგულისხმობ „გლობალური ომის პარტიას“ მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს, კერძოდ, სწორედ მისი ხელით ხდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, მას ყველაფერი ეპატიება, ევროპელი პენსიონერების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებიც, რადგან მისი ხელით „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, „ენჯეოებს“, მედიასაშუალებებს, ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი „გლობალური ომის პარტიის“ ხელში, ამიტომ ყველას აკავებენ მის გარშემო გარდა თავად კეზერაშვილისა, ვიდრე დასჭირდებათ, გამოიყენებენ, იხმარენ, როგორც კი აღარ დაჭირდებათ, შეიძლება გაუყენონ მისი პარტნიორების გზას,“ - განაცხადა კობახიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის