ირაკლი კობახიძე „მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილებებზე - ამ კანონის მიღება არის თავიდან ბოლომდე ევროკომისიის დავალება

მარეგულირებელი კომისია არის ხელისუფლების ორგანო და მხილებული კი არ არის კახა ბექაური ხელისუფლებასთან კავშირში, ხელისუფლების ნაწილია,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერთა ნაწილის კრიტიკას, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი „მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილებას ცენზურისთვის გამოიყენებს.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ ეს კანონი საერთოდ არ აინტერესებთ და ის თავიდან ბოლომდე ევროკომისიის დავალებაა, რომელიც მან 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთში აღბეჭდა.

„რაც შეეხება კანონპროექტს, საერთოდ არ გვაინტერესებს ეს კანონი. ამ კანონის მიღება არის თავიდან ბოლომდე ევროკომისიის დავალება. მე პირადად, მათ შორის, მქონდა ჯერ შეხვედრა, შემდეგ სატელეფონო საუბარი გაფართოების საკითხებში დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომელმაც კიდევ ერთხელ გვთხოვა, რომ 20 ოქტომბრამდე გავუგზავნოთ მათ გადასინჯული პროექტი. არის შემოსული წინადადებები, მათ შორის, რეკომენდაციები თუ როგორ უნდა იყოს ეს ჩამოყალიბებული. დღეს გვქონდა ზუსტად სამუშაო შეხვედრა. სამი სხვადასხვა ვერსია ჩამოვაყალიბეთ, ვუგზავნით ევროკომისიას და ვეუბნებით, რომელსაც დაადებენ ხელს, იმას მივიღებთ და აქაც ახერხებენ სპეკულირებას, სასაცილოა უბრალოდ. ეს ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა 12 პრიორიტეტის ფარგლებში“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება.

„ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა