სასამართლო „კლანმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენაც გადაყლაპა, - ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
„სასამართლოს კლანი აზიანებს საქართველოს. ამ პროცესს მინიმალური კავშირი აქვს იმასთან, თუ რა სჭირდება ქართველ ხალხს. თუ აქედან რამე აზრიანი გაკვეთილი გამოდის ისაა, რომ სასამართლო კლანმა ეს საკითხიც გადაყლაპა. ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო სწორედ იმის გამო, რომ დროზე ვერ გაიაზრა ბევრმა - სასამართლოში კლანის განმტკიცება დააზიანებდა ყველას“, - აცხადებს ანა დოლიძე.
დოლიძის თქმით, მთელი ეს პროცესი „ქართულ ოცნებას“ ერთი მიზნისთვის სჭირდება - „არ ისაუბრონ პოლიტიკოსებმა მოქალაქეების რეალურ პრობლემებსა და საჭიროებებზე“.
ანა დოლიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარასკევსაც შეეძლო გადაწყვეტილების გამოცხადება, მაგრამ ეს დღევანდელი დღისთვის გადადო, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემამ, დოლიძის თქმით, მედია ინტერესი შეინარჩუნოს.