ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი დირექტორად არ აირჩია

ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

სამეურვეო საბჭოს 13 წევრიდან, ხათუნა ლომთაძეს მხარი მხოლოდ ერთმა წევრმა დაუჭირა.

დირექტორის მოვალეობის შესრულებას სკოლის ყოფილი დირექტორი ტარიელ კალანდაძე გააგრძელებს.

,,ვთვლი, რომ დღევანდელი დღე კარგად იყო ორგანიზებული. კანდიდატს მიეცა საშუალება, მშვიდ გარემოში გაეკეთებინა პრეზენტაცია და წარმოედგინა ხედვა სკოლის განვითარებასთან დაკავშირებით, შემდგომ უკვე იყო ფარული კენჭისყრა. შედეგი დაიდო. სამეურვეო საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და შემდეგი პროცესები როგორ წარიმართება არ ვიცი. განათლებისა და მეცნიერები სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. მე ველოდი ყველაფერს, ველოდი ასეთ შედეგსაც, თუმცა ველოდი იმასაც, რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა ხათუნას დაუჭერდა მხარს, ყველანაირ შედეგს ველოდი. მათ შორის ამ ვარიანტსაც განვიხილავდი. მის პროფესიულ განვითარებაზე მიზრუნია და ვზრუნავ კიდევაც, ამას ვერ უარყოფს. ამ კოლექტივს აქვს ერთი ნიშა და ეს არის ერთიანობის განცდა, თუმცა ყველას მე არ მოვწონვარ. ალბათ, უკეთესი იქნებოდა აერჩიათ ახალი დირექტორი, რადგან ახალი სისხლი სჭირდება, ალბათ, სკოლას. ის, რაც წინა დღეებში ხდებოდა, ძალიან მსიამოვნებდა. ის, რაც მე 35 წელი მიკეთებია, ეს საზოგადოებამ დაინახა. მე არ ვარ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი. მე ვარ მასწავლებელი და მიყვარს ჩემი საქმე“, - განაცხადა ტარიელ კალანდაძემ.

დირექტორობის კანდიდატი ხათუნა ლომთაძე აცხადებს, რომ აღნიშნული შედეგი მისთვის მოულოდნელი არ იყო.

მისი თქმით, „ ეს არის ტარიელ კალანდაძის სამეურვეო საბჭო“ და ამიტომ სრულ მხარდაჭერას არც ელოდა. მისი თქმით, ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

ცნობისთვის, ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტარიელ კალანდაძეს დირექტორობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. პედაგოგების განცხადებით, კალანდაძე პროფესიონალი და საუკეთესო მენეჯერია და სკოლის ყველა წარმატება მას უკავშირდება.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით