პარლამენტი მიმდინარე კვირაში სუს-ის და სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენს, ასევე დაგეგმილია თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსმენა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა საკითხებს განიხილავს მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტი.

მდინარაძის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია სუს-ის, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტში შედგება „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოსმენა, ხოლო ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.

„მიმდინარე კვირაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს საქართველოს პარლამენტი. ასევე, მოისმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშს. იქნება თავდაცვის მინისტრის საათი. სახალხო დამცველის ანგარიშს მოვისმენთ და კვირის ბოლომდე იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია. დატვირთული კვირა გვაქვს, როგორც ხედავთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი იმსჯელებს „მაუწყებლის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებზე.

„ამასთან დაკავშირებით დღეს ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა ინფორმაცია და გავიმეორებ, რომ ჩვენ ევროკომისიას ვუგზავნით სამ შესაძლო თეორიულ ვარიანტს, რაც კი შეიძლება გამომდინარეობდეს იმ ევროდირექტივებიდან, რომელიც თავად კომისიის მხრიდან იქნა მოწოდებული, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი კომუნიკაციის ფორმით და მივიღებთ იმ ვარიანტს, რომელსაც ამოარჩევენ ევროკომისიის წარმომადგენლები. ამიტომ, აქ კითხვები არ არის და სხვათა შორის ძალიან, პრინციპულად მიუღებელი იყო პირდაპირ რომ ვთქვათ, პიარ კამპანიის აწევა ამასთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტების და მისი მედიასაშუალებების მხრიდან: პირველი, რატომ „ჩქარობს ქართული ოცნება“. მაშინ, როდესაც ძალიან მოკლე ხანში უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის დასკვნა, „რატომ ჩქარობს“, ეს კითხვა აბსოლუტურად არარელევანტურია. მეორე, კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამდნენ იმ საკთხთან დაკავშრებით, რაზეც ევეროკომისიამ პირდაპირ დირექტივა მოგვცა. აქედან გამომდინარე, ჯობს ჯერ წაიკითხონ ხოლმე, რაშია საქმე შემდეგ გააპროტესტონ ესა თუ ის საკითხი, თუნდაც მის ვადასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა