იაგო ხვიჩია - სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია - არაფრით დამიმსახურებია, პრეზიდენტი დარბაზში იყოს და მე გარედან ვუყურებდე

სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია. მე არაფრით დამიმსახურებია ის, რომ პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პარლამენტში მისვლასა და ოპოზიციის მხარდაჭერაზე.

როგორც დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ახლა მიმდინარეობს თამაში, რომელთანაც გაკარება არ უნდა.

„ქართულ ოცნებას“ დახმარება სჭირდება იმის გამო, რომ ხალხი, რომელიც პროდასავლური ხმებით იქნა არჩეული, უცებ ჩამოყალიბდა სიტუაცია, რომ პრორუსულს აწვებიან. ხალხი, რომელიც თავისი შინაარსით პროდასავლელი იყო და პროდასავლურების გამოც მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, შანსია, რომ დაიკარგოს. ამიტომ საჭიროა „ქართული ოცნების“ წიაღში პროდასავლელი ლიდერის გამოჩენა, რომელიც ამ გავარდნილ ხმებს მოაგროვებს, როგორც პროდასავლელი და დააბრუნებს „ქართული ოცნების“ ყულაბაში. ჩემი აზრით, ახლა, ეს თამაში მიმდინარეობს იმიტომ, რომ ამას სხვა არაფერი ჰქვია. [თამაში] ჩემი საქმე არ არის და უბრალოდ, ამ თამაშთან მე საერთოდ გაკარება არ მინდა, არც ჩემ სხვა მეგობრებს უნდათ გაკარება, მაგრამ მინდა ადამიანებმა დაიჯერონ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არ ყოფილა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლება.

სალომე ზურაბიშვილის მოწოდების არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია. მე არაფრით დამიმსახურებია ის, რომ პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე.

მის მიერ დანიშნულმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი მის იმპიჩმენტს. იუსტიციის საბჭოში ვის მიერ დანიშნული წევრია შეკრული „კლანთან“? ან მოდით ვთქვათ, რომ ქალბატონი სალომე სულ შეცდომას უშვებს და ამის მიუხედავად ჩვენ, პარლამენტის წევრები მაინც გარეთ უნდა ვიყოთ, თვითონ შიგნით და აზრი მან უნდა გამოთქვას. პირიქით, დისკუსიას ვაპირებთო, „ქოცებმა“ თქვეს, სადღაც მოვისმინე და იქაც ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. მაინტერესებს, რას იტყვიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საიმპიჩმენტო საკითხის განხილვისას პარლამენტში მივა, ოპოზიციას კი ასე მიმართა:

„ყველას გადასაწყვეტია, მე ვერაფერს და ვერავის ვუკარნახებ, მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი იყოს ძლიერი, გარეთ დადგნენ. დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, ისედაც გამოვალ და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რაც ვგრძნობ, რომ ქვეყანაში არსებობს, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა