„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის დავით ხაჯიშვილის განცხადებით, პარტიაში ნიკა მელიას გარიცხვის საკითხი არ განიხილება

„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის დავით ხაჯიშვილის განცხადებით, პარტიაში ნიკა მელიას გარიცხვის საკითხი არ განიხილება.

როგორც ხაჯიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში” ამაზე საუბარი არ არის.

„ამაზე საუბარი არ ყოფილა. არ განიხილება ეს საკითხი. ასეთი რამ არ მსმენია. გუშინ სამდივნოზე ვიყავი და იქაც არ განხილულა. ვერ ვიტყვი, ვის რა აზრები აწუხებს, მაგრამ პარტიაში ამ თემაზე განხილვა არ ყოფილა”, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის