გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტზე - არც გადმოვდგებიო, ეს თვითონ განმარტოს, ალბათ, აივნიდანაც აღარ გადმოდგება ხალხისთვის - ნახევრად ევროპული იუმორი არ გამოსდის და რომ შეეშვას და საერთოდ გაჩუმდეს, ის აჯობებდა

არც გადმოვდგებიო, ეს ალბათ თვითონ უნდა განმარტოს - ალბათ, აივნიდანაც აღარ გადმოდგება ხალხისთვის, ნახევრად ევროპული იუმორი არ გამოსდის და რომ შეეშვას ამას და საერთოდ გაჩუმდეს, ის აჯობებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, “არაა მარტივი საქართველოს პრეზიდენტმა ზიდოს ის ფაქტი, რასაც კონსტიტუციის დარღვევა ჰქვია”.

“პირველ გამოსვლაში თქვა, ჩემი დუმილის დრო დასრულდაო, ნეტა მართლა დუმილი შეენარჩუნებინა ყოველთვის და არ გვექნებოდა ასეთი პრობლემები. მაგრამ მას ახალი არაფერი უთქვამს. რამდენიმე თვე, რაც მას დარჩა, მისთვის მარტივი არ იქნება, რადგან ეს არის ერთგვარი დაღი”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გარდა ამისა, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ოპოზიციას არ ენდობა.

“ოპოზიციას კი აქვს განსაზღვრული, რომ დარბაზში არ შევიდნენ, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტი უფრო არ ენდობა და არა მხოლოდ დარბაზში არ შეხვიდეთო, პარლამენტში არ დაგინახოთ არცერთი მისული, ოთახიდან არ გავარდეს ვინმე და ხელი არ მიაჭიროს ღილაკსო - ეს გამოსვლა ჰქონდა. შემდეგ დადასტურდა, რომ თავის თავს მოიაზრებს რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად. მისი გამოსვლა ამის დასტური იყო.

რაც ყველაზე მთავარია, აღიარა ის, რასაც სამის დღის განმავლობაში ჩვენი წარმომადგენლებო სასამართლოს უმტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად კი არ მიდიოდა, პირიქით - არმოსაპოვებლად მიდიოდა და ეს აღიარა. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, ჩემს ქვეყანაში დემოკრატია არ არისო, ჩემს ქვეყანაში ჩემ გარდა დამოუკიდებელი ინსტიტუცია არ არსებობსო, ამის სათქმელად მივდივარ და თანხმობა მომცეს მთავრობამო. განსაჯოს საზოგადოებამ - მართლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიდიოდა, თუ არა. ამიტომ, მისი ეს გამოსვლა იყო თავის თავის შეურაცხყოფა. როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის და როგორც პიროვნების”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა მოსამართლეები დააბულინგა და ყველაფერი გააკეთა, რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს.

„გუშინ, პრეზიდენტის გამოსვლა არ იყო პრეზიდენტის გამოსვლა და ეს იყო ოპოზიციის ლიდერის გამოსვლა, რომელმაც გალანძღა საკუთარი ამომრჩეველი, დააბულინგა მოსამართლეები - ყველაფერი გააკეთა, რასაც აკეთებს რადიკალური ოპოზიცია. მისი გუშინდელი გამოსვლა იყო ზენიტი იმ მტკიცებულებების, რასაც ვამბობდით. ეს დარჩება ისტორიას. თავის გამოსვლას რომ უყუროს, ალბათ თვითონაც შერცხვება. ჯობდა, გუშინდელი გამოსვლა გადაეგორებინა და დღეს გამოსულიყო. თავის ემოციას დიდად ვერ დამალავდა, მაგრამ იქნებ უკეთესი ყოფილიყო”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდს და „ნაციონალურ მოძრაობას“ „ერთმანეთთან ქორწინება აქვთ და რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ გაყრილები არიან, ოფიციალური ქორწინება არსებობს“. ამით მაჭარაშვილმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით ხაჯიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდთან კოალიცია შედგა“.

„ხაჯიშვილის აღიარება ერთადერთი ფაქტი არაა, როდესაც ვხედავთ, რომ გახარიას და „ნაცმოძრაობას“ ჩვეულებრივი ქორწინება აქვთ ერთმანეთში, თუ არ ვცდები, მინიმუმ ოთხ მუნიციპალიტეტში. საზოგადოებას რაც არ უნდა უმტკიცონ, გაყრილები ვართო, ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის ოფიციალური ქორწინება არსებობს”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა