ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ  ტუღუში - პრეზიდენტის სტატუსი გაგებულია შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად - შეუძლებელია კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს

დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ - შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ განსხვავებულ აზრში აღნიშნავენ.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის შინაარსისაგან დაცლა აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას.

ამასთან, აღნიშნული სამი მოსამართლეების განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი უმაღლესი თანამდებობის პირი, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია, საერთო ეროვნული პოზიცია გააჟღეროს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

„ჩვენმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა. ჩვენი კოლეგების მიერ არსებითად არასწორად მოხდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სახელისუფლებო მოწყობის სისტემაში პრეზიდენტის კონსტიტუციური როლისა და დანიშნულების ანალიზი. ბუნებრივია, ვიზიარებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, არ ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ წარმართავს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ა.შ., თუმცა აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად გამორიცხავს საგარეო ურთიერთობების სფეროში საქართველოს პრეზიდენტის მოქმედების შესაძლებლობას და, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსიდან გამომდინარე, არ ანიჭებს მას გარკვეულ როლსა და ფუნქციას. ჩვენი კოლეგების პოზიციიდან არ იკვეთება, თუ რას გულისხმობს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის როლი. დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ. საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის ამგვარად წარმოჩენა, მისი შინაარსისაგან დაცლა არა მხოლოდ აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, არამედ ასევე უგულებელყოფს მის, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედის, დანიშნულებას. როგორც ერის უპარტიო ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი უნდა ასახავდეს და გამოხატავდეს ხალხის საერთო მორალურ ღირებულებებსა და მისწრაფებებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალია ყოველდღიური პოლიტიკური თუ ვიწროდ პარტიული დღის წესრიგისგან, მას შეუძლია, რომ შეასრულოს „ერის სინდისის“ ფუნქცია, რაც, მათ შორის, გულისხმობს პოლიტიკური პროცესისგან დავიწყებულთათვის საუბარს, და, შედეგად, საზოგადოების ინკლუზიურობის ხელშეწყობას. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი უმაღლესი თანამდებობის პირი, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია, საერთო ეროვნული პოზიცია გააჟღეროს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

არსებითად არასწორია საქართველოს პრეზიდენტის როლის დაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე. კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მითითებული და არც საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება, თუმცა, ბუნებრივია, პრეზიდენტს აქვს უფლება, შეხვდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, დაესწროს საზეიმო ღონისძიებებს, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების შესახებ საზოგადოებრივ დისკუსიას, საერთო ეროვნულ ღირებულებებთან მიმართებით საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას და ა.შ.. უდავოა, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენების, მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოაწყოს საზეიმო ღონისძიებები. ბუნებრივია, იგი არ არის შეზღუდული აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციათა და უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტი ასევე უფლებამოსილია, პოპულარიზაცია გაუწიოს საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე იდეებს და უზრუნველყოს მათი წინა პლანზე წამოწევა, მათ შორის, საქართველოს პარტნიორებამდე სხვადასხვა ფორმით მიტანა. მსგავსი საქმიანობა წარმოადგენს მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიული როლის, ფუნქციის განუყოფელ ნაწილს და მისი განხორციელების აუცილებელ კომპონენტს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის გაწერილი სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიული საქმიანობის ჩამონათვალი, ეჭვგარეშეა, რომ ზემოხსენებული აქტივობების განხორციელების უფლებამოსილება უშუალოდ მომდინარეობს პრეზიდენტის კონსტიტუციური მანდატიდან.

საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, გადასაწყვეტი ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, რისთვისაც დასჭირდეს უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირებისგან ინფორმაციის მიღება ან/და მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზრის მოსმენა. შესაძლებელია ისიც, რომ მისი ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების, კანონზე ვეტოს დადების პროცესში, მისთვის მნიშვნელოვანი იყოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრების მოსმენა და გაანალიზება. აღნიშნულ შემთხვევებში, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს დასჭირდეს საერთაშორისო აქტორებთან სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მისი ასეთი ქმედების განხორციელება არ მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მთავრობის თანხმობას.

მიგვაჩნია, რომ ჩვენმა კოლეგებმა არსებითად არასწორად განმარტეს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში არსებული მთავრობის თანხმობის ინსტიტუტის არსი და დანიშნულება. პოტენციურად, საქართველოს პრეზიდენტის ან სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მოქმედების, ან/და კონსტიტუციის თუ კანონის სხვა დებულების დარღვევის საფრთხე მუდმივად არსებობს. თუმცა საქართველოს კონსტიტუცია პოტენციური დარღვევის პრევენციისათვის ადგენს დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს და არა ქცევის თავისუფლების წინასწარ შეზღუდვებს“, - აღნიშნულია იმერლიშვილის, კვერენჩხილაძისა და ტუღუშის განსხვავებულ მოსაზრებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა სამმა მოსამართლემ არ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს დანარჩენი 6 მოსამართლის დასკვნა, რომ პრეზიდენტის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტებით კონსტიტუცია დაირღვა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა