პარტია „საქართველოსთვის“ - ჩვენი გუნდი ყოველთვის გამოიყენებს „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ საზოგადოების ინტერესებისთვის და ბოლოს მოუღებს მათ მანკიერ ალიანსს და მავნე კოალიციას

„გახარიას გუნდი ნაციონალებთან კოალიციაშია“ - ეს „ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო ნარატივია,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, მათი გუნდი ყოველთვის გამოიყენებს „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ საზოგადოების ინტერესებისთვის, ამასთან, ბოლოს მოუღებს მათ მანკიერ ალიანსს.

„16 ოქტომბერს, „პალიტრა ტვ-ის“ ეთერში, ემა ტუხიაშვილის გადაცემაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა ჩვენი პარტიის წევრთან, ბექა ლილუაშვილთან კამათისას განაცხადა, რომ, თურმე, გახარიას გუნდს ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე „ნაციონალებთან“ კოალიცია აქვს შექმნილი.

ხაჯიშვილის ეს რეპლიკა მის პირად, უნიჭო იმპროვიზაციად მივიჩნიეთ, მაგრამ ძალიან მალევე აღმოჩნდა, რომ ეს შემთხვევით არ თქმულა და დაგეგმილი კამპანიის ნაწილი ყოფილა: „ნაციონალი“ ხაჯიშვილის განცხადებებზე რეაგირების თვალსაზრისით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ოპერატიული ოპერაცია, რომელიც ჩაუტარებია ხელისუფლებას, მის მედიას და მის პარტნიორ „ნაციონალებს“ ჩვენს წინააღმდეგ.

ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავარი კოალიცია, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, ესაა „ნაციონალების“ და „ოცნების“ კოალიცია, რადგან ხაჯიშვილის განცხადებიდან წამების განმავლობაში „ოცნების“ ყველა მედიასაშუალებით - „იმედი“, „რუსთავი 2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ყველა სააგენტო (8 მარტო ჩვენ დავთვალეთ) – „ნაციონალები“ ალაპარაკდნენ „ქოცების“ ენით და ნარატივით - „გახარიას გუნდი ნაციონალებთან კოალიციაშია“ - ეს „ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო ნარატივია.

კამპანიის მიზეზი მარტივია: როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთზე მავნებელია; რომ არცერთმა (არც ერთად და არც ცალ-ცალკე) არ უნდა აიღოს 50%-ზე მეტი 2024 წლის არჩევნებში - მათ დაინახეს, რომ ესაა ძალიან ძლიერი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის, მათ დაინახეს ჩვენი მნიშვნელოვანი როლი ამ მიზნის მიღწევაში და ერთი ენით და ნარატივით დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ კამპანია.

ვუსურვებთ მათ გამძლეობას, ასევე, მშვიდად შეგუებას იმასთან, რომ, როცა საჭირო იქნება და სადაც საშუალება იქნება, ჩვენი გუნდი ყოველთვის გამოიყენებს „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ საზოგადოების ინტერესებისთვის და ბოლოს მოუღებს მათ მანკიერ ალიანსს და მავნე კოალიციას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ