იმერლიშვილი-კვერენჩხილაძე-ტუღუში - იმსახურებს თუ არა პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებას, პასუხი უნდა გასცეს საკონსტიტუციო სასამართლომ, სამართლებრივი ანალიზის შედეგად და არა პარლამენტმა – პოლიტიკური მიზანშეწონილობით

იმსახურებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებას, პასუხი უნდა გასცეს საკონსტიტუციო სასამართლომ, სამართლებრივი ანალიზის შედეგად და არა საქართველოს პარლამენტმა – პოლიტიკური მიზანშეწონილობით, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე, ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ განსხვავებულ აზრში აღნიშნავს.

მათივე თქმით, პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად ჩამოშორების რისკებს ვერ აზღვევს საბოლოო გადაწყვეტილების საქართველოს პარლამენტის მიერ მიღების ფაქტი.

„იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თანხმობას გასცემს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე, შესაბამისად, მან უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი. ამ ფონზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციის არასწორი გაგების შედეგია ჩვენი კოლეგების პოზიცია, რომლის თანახმადაც, „... საკონსტიტუციო სასამართლო ცალსახად და მკაფიოდ აღნიშნავს, რომ მისი როლი არ არის იმის შეფასება, იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურების შემთხვევაში, იმსახურებს თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირი, შესაბამისი დარღვევის (კონსტიტუციის დარღვევის ან/და მათ ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის) გამო თანამდებობიდან გადაყენებას, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში გადაწყვეტს საქართველოს პარლამენტი შესაბამისი პოლიტიკური მოსაზრებების მიხედვით ...“ (იხ., დასკვნის სამოტივაციო ნაწილის პირველი პარაგრაფი). ხსენებული განმარტება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი ფუნქციის განხორციელებაზე უარის თქმას. კოლეგები, ერთი მხრივ, მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის ნებისმიერი მოთხოვნის დამრღვევი საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობის გადაყენებას არ იმსახურებს (წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, შეაფასოს, იმსახურებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებას), მეორე მხრივ, კი საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, უარს აცხადებს უპასუხოს კითხვას, არსებობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი, რაც მის წინაშე დასმულ ერთადერთ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს.

ხსენებული მიდგომით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ შეფასებას უქვემდებარებს საკითხს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის, ცალსახად, სამართლებრივია. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სამართლებრივი ზემოქმედების ფორმას წარმოადგენს, იგი მხოლოდ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის ან/და კანონმდებლობის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს. სხვაგვარად, კითხვაზე – იმსახურებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებას, პასუხი უნდა გასცეს საკონსტიტუციო სასამართლომ, სამართლებრივი ანალიზის შედეგად და არა საქართველოს პარლამენტმა – პოლიტიკური მიზანშეწონილობით.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მოხდა საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების გზით, 6 წლის ვადით. შესაბამისად, ამგვარი პირის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენება წარმოადგენს ამომრჩეველთა ნების (არჩევანის) უარყოფას/უგულებელყოფას. დემოკრატიის პრინციპის მოთხოვნა ვერ იქნება გაგებული, როგორც მხოლოდ სამართლიანი არჩევნების ჩატარების ვალდებულება. ამგვარი არჩევნების ჩატარება აზრს დაკარგავს, თუკი არ მოხდება ამომრჩეველთა მიერ გამოვლენილი ნების დაცვა, არჩეული პირის სათანადო კონსტიტუციური გარანტიებით აღჭურვა, რაც ასევე დემოკრატიის ბუნებრივ გაგრძელებასა და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად ჩამოშორების რისკებს ვერ აზღვევს საბოლოო გადაწყვეტილების საქართველოს პარლამენტის მიერ მიღების ფაქტი. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენების დაცვის სასამართლო გარანტია, სწორედ იმპიჩმენტს დაქვემდებარებული პირის საქართველოს პარლამენტისგან დაცვის გარანტიაა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი, საკითხის გადაწყვეტისას, არ არის შებოჭილი რაიმე სამართლებრივი კრიტერიუმებით, მას არც მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება მოეთხოვება და არც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტური საფუძვლების გაგებაა შესაძლებელი. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, როგორც წესი, პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ეფუძნება. აღნიშნული კი ქმნის პირის თანამდებობიდან პოლიტიკური მოტივებით გადაყენების რისკებს, მაშინ, როდესაც, იმ კონსტიტუციური სიკეთეების დაცვის, რის უზრუნველყოფასაც იმპიჩმენტი ისახავს მიზნად, არათუ აუცილებლობა, არამედ მინიმალური საჭიროებაც კი არ არსებობს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა სამმა მოსამართლემ არ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს დანარჩენი 6 მოსამართლის დასკვნა, რომ პრეზიდენტის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტებით კონსტიტუცია დაირღვა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა