თინა ბოკუჩავა თავდაცვის მინისტრს - თქვენ ლიბერალიზმს ეროვნულ საფრთხედ აცხადებთ და მე მაინტერესებს, ლიბერალიზმი უფრო დიდ საფრთხედ მიგაჩნიათ თუ პუტინიზმი?

თქვენ ლიბერალიზმს ეროვნულ საფრთხედ აცხადებთ და მე მაინტერესებს, ლიბერალიზმი უფრო დიდ საფრთხედ მიგაჩნიათ თუ პუტინიზმი? - ასე მიმართა თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია -ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ბურჭულაძეს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

ბოკუჩავა ასევე დაინტერესდა უკრაინაში ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე თავდაცვის მინისტრის პოზიციით.

„პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი უკრაინაში ომს ნატო-ს აბრალებს, ბუნებრივია, მაინტერესებს თავდაცვის მინისტრის პოზიცია, ეთანხმებით თუ არა მას, იზიარებთ თუ არა ღარიბაშვილის პოზიციას და ძალიან გთხოვთ პასუხი იყოს - კი თუ არა.

თქვენ ლიბერალიზმს ეროვნულ საფრთხედ აცხადებთ და მე მაინტერესებს, ლიბერალიზმი უფრო დიდ საფრთხედ მიგაჩნიათ თუ პუტინიზმი? თქვენ დღეს პატივისცემა გამოხატეთ ქართველი სამხედროების მიმართ, მაგრამ არც ერთი სიტყვა თქვენგან არ მახსოვს, როცა „ოცნების“ რეგიონულმა ლიდერმა 2008 წელს პუტინის თავდასხმას საქართველოზე ლაჩრულად წაგებული ომი უწოდა. მე მაინტერესებს იზიარებთ თუ არა ამ სამარცხვინო განცხადებას "ოცნების" ლიდერისგან, კი თუ არა? აქ ბევრმა კოლეგამ ისაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების პენსიაზე, რომელიც არის 100 ლარი, რაც ასევე სამარცხვინოა, როცა 11 წელია იმყოფებით ხელისუფლებაში და ამაზე მეტი ვერ მოახერხეთ ადამიანებისთვის, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ტერიტორიულ მთლიანობას. იმ ტოტალური კორუფციის პირობებში, რაც გამეფებულია ამ ხელისუფლების პირობებში, მათ შორის, მოხსენიებული იყო თქვენი პირადი ქონება, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს საკმარისია ამ ადამიანებისთვის?

სტოლტენბერგის მოადგილემ, კოპენჰაგენში, წინა კვირას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის და ნატოსთვის ერთი და იგივე მოთხოვნებია დემოკრატიის ნაწილში და აცნობიერებთ თუ არა, რომ რუსული ოცნების მხრიდან კანდიდატის საბოტაჟირების მიზნით რეკომენდაციების არშესრულება ასევე აფერხებს საქართველოს გაწევრიანების პროცესს ნატოში,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა ასევე დაინტერესდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხითა და პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის პოზიციით.

„გომელაურმა, როცა მას ვკითხეთ ვერტმფრენებთან დაკავშირებით, გვითხრა, რომ თავად არაფერ შუაშია და თავდაცვის სამინისტროს უნდა შეეძინა ვერტმფრენები, მაინტერესებს მართლაც თქვენი ბრალია ის, რომ დღესაც არ გვყავს სამაშველო ვერტმფრენები? უნდა გკითხოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტზეც, რომელიც არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და მოგონილი ბრალდებით გახდა სამიზნე თავდასხმის, დაცინვის და იმპიჩმენტის, რომელსაც სამართლებრივი მდგენელი საერთოდ არ აქვს. მაინტერესებს ეს პროცესი და ეს დამოკიდებულება ზრდის თუ არა ქართული ჯარის მორალს,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა