თინა ბოკუჩავა - ეჭვია, რომ დილარ ხაბულიანის ბარათის გამოყენება მოხდა სხვა დეპუტატის მიერ - დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ 4 წევრი ვიყავით: მე, ხაჯიშვილი, წითლიძე და მინაშვილი, თუ რომელიმეზეა ეჭვი, დიდი სურვილი მაქვს, ეს პირადად მოვისმინო

ეჭვია, რომ დილარ ხაბულიანის ბარათის გამოყენება მოხდა სხვა დეპუტატის მხრიდან - დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი წევრი იყო, მე, დავით ხაჯიშვილი, ანი წითლიძე და აკო მინაშვილი, თუ რომელიმეზე ეჭვი აქვს ვინმეს, დიდი სურვილი მაქვს, ეს პირადად მოვისმინო, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული წევრების არჩევა ყველაფერია, გარდა ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა.

„კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რადგან კენჭისყრა ფარულია, თუმცა როგორც კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც უფრო ახლოს სხედან იმ ადგილთან, ფიქრობენ, რომ დილარ ხაბულიანის ბარათის გამოყენება მოხდა სხვა დეპუტატის მხრიდან. ეს არის ეჭვი. ამ შემთხვევაში, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას” ჰქონდა და აქვს 85 ხმა, რომელსაც ემატება მისი სატელიტური პარტიის, ინჯიას პარტიის მხარდაჭერა და ერთი ხმა სჭირდებოდათ, რათა 90 ხმით დაემტკიცებინათ კლანის მორიგი წევრები. ერთი მათგანი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შვილი. ეტყობა ეს მემკვიდრეობით გადაცემული მოსამართლეთა მანტია ივანიშვილის რეჟიმისთვის უკვე მისაღებია კლანის განმტკიცებაში. ეს ყველაფერია, გარდა ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა, რომელიც მოითხოვს, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი სასამართლო და არა მორჩილ მოსამართლეთა თაობები, რომლებიც ივანიშვილის სასარგებლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, ბოკუჩავა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციონერი დეპუტატები კენჭისყრის დროს დარბაზში საერთოდ არ იყვნენ.

„ოცნება“ მუდმივად, სხვადასხვა პროცედურული ხრიკით, დარღვევებით უკანონოდ იღებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან, მაგრამ საზიანო გადაწყვეტილებებს. სწორედ ამიტომ, იმ მნიშვნელოვან კენჭისყრებზე, რომელიც ამ კვირაში შედგება, ვგულისხმობ იმპიჩმენტის პოლიტიკური ცირკის დასასრულს, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში საერთოდ არ იყვნენ, რათა უმრავლესობას ამგვარი მანიპულაციების სივრცე არ დავუტოვოთ.

უდიდესი ალბათობით, არც ე.წ. დებატებში არ მივიღებთ მონაწილეობას. როგორც აღვიქვი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის სურვილიც ასეთია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ პოლიტიკური ცირკის დაანონსების პირველივე დღესვე განვაცხადეთ, რომ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას ემსახურება, მონაწილეობას არ მივიღებდით. ვიმედოვნებთ, სხვა ოპოზიციური ფრაქციები და დეპუტატებიც გაიზიარებენ ამ პოზიციას და პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობას არ მიიღებენ”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია.

აღსანიშნავია, რომ ლევან ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. პირველ ჯერზე ტაბლოზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმას შეადგენს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი თქმით, „რომელიღაც პულტმა არ იმუშავა.“

ხელმეორედ კენჭისყრის შემდეგ ლევან ნემსაძე იუსტიციის საბჭოს წევრად 90 ხმით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი: რუსუდან კვინიკაძესა და ნინო ნიშნიანიძეს, თუმცა, აღნიშნულმა კანდიდატურებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვეს.

ამით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5-ვე არამოსამართლე წევრის ვაკანსია შეივსო.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა