იაგო ხვიჩია - კოლეგებში ეჭვის შეტანა ჩემი სტილი არაა, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ დიდი პარტიაა - “ქოცები” და “ნაცები” რომ შეთანხმებულები არიან და გადაბირება-გადმობირება ჩვეულებრივი პროცესია, დიდი ხანია ვიცით

ჩემს კოლეგებში ეჭვის შეტანა ჩემი სტილი არაა, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” დიდი პარტიაა - “ქოცები” და “ნაცები” რომ შეთანხმებულები არიან და გადაბირება -გადმობირება ჩვეულებრივი პროცესია, ეს დიდი ხანია ვიცით , - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი თავად პარტიის შიგნით უნდა გაარკვიონ.

“ჩემს კოლეგებში ეჭვის შეტანა ჩემი სტილი არაა. ეჭვი არ მეპარება ამ ადამიანებში [თინა ბოკუჩავა, ანა წითლიძე, დავით ხაჯიშვილი, აკაკი მინაშვილი], მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” დიდი პარტიაა. პარტიის გასარკვევია თვითონ. ჩემი პარტიიდან არცერთი ეჭვმიტანილი არ არსებობს. “ქოცები” და “ნაცები” რომ შეთანხმებულები არიან და გადაბირება-გადმობირება ჩვეულებრივი პროცესია, ეს დიდი ხანია ვიცით. ვეღარც მიკვირს ეს ამბავი”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, ხომ არაა მოსალოდნელი, იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრის დროს “ქართულმა ოცნებამ” ხრიკები გამოიყენოს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს “ჯერჯერობით არ ეტყობათ”.

“11 კაცია საჭირო. ეს ცოტა არაა. ბევრ ადამიანს ვკითხე - თქვენთან იყვნენ თუ არა მოსულები “ქოცები” შესაბამისი მატერიალური წინადადებით და ვერავინ დამიდასტურა. მგონია, რომ “ქოცები” ამაში ფულს არ იხდიან, უფასოდ კიდევ “ნაცები” არ არიან ამის გამკეთებლები. ჯერჯერობით ეს არ ხდება. ხვალ დილით თუ რამე იქნება, ალბათ შევატყობ, რადგან ყველას ეტყობა ხოლმე ასეთ დროს. უბრალოდ, ჯერჯერობით “ქართულ ოცნებას” არ აქვს ამის ინტერესი. ზოგი დეპუტატი ამით შეიძლება ცოტა შეწუხებულიც იყო, მაგრამ რას ვიზამთ”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა “გირჩი” იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, ხვიჩია ამბობს, რომ არ ესმის, რატომ არ უნდა შევიდეს სხდომაზე.

“მე უბრალოდ არ მესმის, რატომ არ შედიან. თუ საკუთარ თავში ეჭვი არ გეპარება; იცი, რომ თითი არ გაგირბის არასწორი ღილაკებისკენ და ზოგადად, არავინ მიგაჩნია შენს მხედართმთავრად ისე, რომ რაღაც მოგიწოდოს და შენ ამას აპრიორი დაემორჩილო, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა შეხვიდე და არ დააკვირდე იმ სანახაობას, რასაც ამდენი ხანია გთავაზობენ ჩვენი ძვირფასი პოლიტიკოსები, “ქოცები” ძირითადად, ახლა პრეზიდენტიც შეუერთდა ამას. რატომ შეიძლება ამას გამოვაკლდე და არ დავსვა შეკითხვები, რაც შეიძლება მქონდეს, მაშინ, როდესაც ყველამ იცის ჩემი გაცხადებული პოზიცია. ეჭვმიტანილი ყველა პარტიაში ყოფილა, გადახტება და იმპიჩმენტს მხარს დაუჭერსო, მაგრამ ჩვენს პარტიაში ასეთი ეჭვმიტანილიც არ ყოფილა”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია.

აღსანიშნავია, რომ ლევან ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. პირველ ჯერზე ტაბლოზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმას შეადგენს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი თქმით, „რომელიღაც პულტმა არ იმუშავა.“

ხელმეორედ კენჭისყრის შემდეგ ლევან ნემსაძე იუსტიციის საბჭოს წევრად 90 ხმით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი: რუსუდან კვინიკაძესა და ნინო ნიშნიანიძეს, თუმცა, აღნიშნულმა კანდიდატურებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვეს.

ამით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5-ვე არამოსამართლე წევრის ვაკანსია შეივსო.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა