ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ: ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და უსაფრთხო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა, თითქოს თავდაცვის ძალები არ მონაწილეობს საერთაშორისო სწავლებებში და შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება შეიარაღებისა და სხვადასხვა საშუალებების შეძენის მხრივ.

შეჯამების სახით მინისტრმა იმ მნიშვნელოვანი შესყიდვების მცირე ჩამონათვალი გააკეთა, რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ 2023 წელს განახორციელა: „მხოლოდ 2023 წელს, სამინისტრომ გააფორმა დაახლოებით 15 მრავალმილიონიანი ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე. ჩვენ ეს კონტრაქტები გვაქვს ისეთ ქვეყნებთან და კომპანიებთან, როგორიცაა ესპანეთი (კომპ. INSTALAZA - ხელის გადასატანი ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი), გერმანია (კომპ. DND - ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი), საფრანგეთი და ისრაელი (კომპ. RAFAEL - საჰაერო თავდაცვის სისტემა SPYDER; ADAMS), პოლონეთი (კომპ. „Mesko“ - საზენიტო-სარაკეტო საშუალება), ფინეთი (Lapua; შაშხანების კომპლექტი), ჩეხეთი (კომპ. Excalibur - საარტილერიო სისტემების შეკეთების და ტრენინგის მომსახურება; LOM PRAHA - მფრინავების საწყისი მომზადების კურსი) და სხვა“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმდინარე წელს საქართველოსა და საზღვარგარეთ ჩატარებულ და წლის ბოლომდე დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწავლებებში თავდაცვის ძალების მონაწილეობის მხრივ ეს რეკორდული მაჩვენებელია.

“მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ საქართველოში და საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო და წლის ბოლომდე მიიღებს, ჯამში, 27 მსხვილმასშტაბიან ეროვნულ და მრავალეროვნულ სწავლებაში. ასევე, გარდა მსხვილმასშტაბიანი ეროვნული და მრავალეროვნული სწავლებებისა, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ უმასპინძლა 13 სწავლებას და საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო 5 მრავალეროვნულ სწავლებაში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, წარმოდგენილი ინფორმაცია ნათლად ადასტურებს თავდაცვის ძალების გაძლიერების მიზნით გაწეულ ძალისხმევას და მკაფიოდ პასუხობს ცილისმწამებლურ ბრალდებებს.

„მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენების ბოლოს თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთელ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა ყველას ვალია: „ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ: ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და უსაფრთხო“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა