ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე - ნუ ქადაგებენ, რომ ყველა უნდა იყოს ღარიბ-ღატაკი - გვახსოვს, ცალ-ცალი „კალოშით“ მოვიდა კეზერაშვილი, ახლა „მისტერ ოფშორი“ გახდა, მისგან განსხვავებით ბურჭულაძე რითიც მოვიდა, იმით წავა

ნუ ქადაგებენ, რომ ყველა უნდა იყოს ღარიბ-ღატაკი, ხომ ჰყავდათ ღარიბ-ღატაკი და ხომ არის ახლა დამფინანსებელი - ზოგს კბილი ჩაუსვეს, ზოგს ორი ქურთუკი უყიდეს და ზოგს „ჰუალინგში“, „ჩერდაკში“ 40 კვადრატული სახლი, მორჩა დამთავრდა, ესაა ამათი ფასი,- ამის შესახებ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც ჯუანშერ ბურჭულაძის ქონებრივ მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გარანტია შეუძლია მისცეს საზოგადოებას, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობიდან „იმით წავა, რითაც მოვიდა“.

„რაც შეეხება გაუთავებელ წამოყვედრებას ჯუანშერ ბურჭულაძეზე, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ცალ-ცალი კალოშით მოვიდა კეზერაშვილი, ახლა მისტერ ოფშორი გახდა, ასეთი სწრაფი კარიერული ზრდა, მე არ ვიცი, შესაშურია, ნიჭიერებას დავუკავშირო თუ რას, არ ვიცი.

ბურჭულაძე განსხვავებით კეზერაშვილისგან, რომელიც ცალ - ცალი კალოშით მოვიდა და 5 მილიარდით გადაახტა მერე საზღვარს, რითიც მოვიდა, იმით წავა. ამის გარანტია შემიძლია საზოგადოებას მივცე. ამის რწმუნებას მაძლევს მისი პატიოსნება და მისი დამოკიდებულება ზოგადად და ნუ ქადაგებენ, რომ ყველა უნდა იყოს ღარიბ-ღატაკი, ხომ ჰყავდათ ღარიბ-ღატაკი და ხომ ჰყავთ ახლა დამფინანსებელი, ეშლებათ ამათ, ანტიკორუფციულ მოძრაობებში რომ არიან გაწევრიანებული, არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ზოგს კბილი ჩაუსვეს, ზოგს ორი ქურთუკი უყიდეს და ზოგს „ჰუალინგში“, „ჩერდაკში“ 40 კვადრატული სახლი, მორჩა დამთავრდა, ეს არის ამათი ფასი და იმ ერთეულების რაც არის, მოგახსენეთ", - განაცხადა ოდიშარიამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა