თავდაცვის მინისტრი - ეს იყო ცილისწამება ჩემსა და ჩემი შვილის წინააღმდეგ, სარჩელიც მაქვს შეტანილი და ფიზიკური პირისგან ვითხოვ ბოდიშს

თქვენი მეგობრები იმალებოდნენ სარჩელის არ მიღებაზე რამდენიმე თვე, ბოლოს მიიღეს სარჩელი და მე ამ პროცესს, რა თქმა უნდა, მოვიგებ, რადგან ეს იყო აბსოლუტურად მოგონილი ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც მინისტრის ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

მინისტრის თქმით, ცრუ ბრალდებებისთვის მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და აღნიშნა, რომ პროცესის მოგებას აუცილებლად შეძლებს.

„შეიარაღება, სოციალური პაკეტები არ იზრდება და თქვენი ბიზნესი იზრდებაო, არ ვიცი ამაში რას გულისხმობთ. ერთი საათი ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რა იზრდება და რა შედეგები მოჰყვა კონკრეტული, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, „ჯარისკაცების სოციალური პირობები გვაქვს ისეთი, არასდროს რომ არ გვქონია“.

„ამ სოციალური პირობების დამატებით, გარანტიები გავეცით სოციალური, ეს იქნება განგრძობითი და გარანტირებული პროცესი. ბინებით უზრუნველყოფა იქნება გარანტირებული პროცესი, ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით“,-განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მისი ოჯახის წევრი 1995 წლიდან არის ჩართული ბიზნეს საქმიანობაში.

„თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში. კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა. ასევე, კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც, რა ქონებით მოვიდა და წავიდა მისი ოჯახი“, - აღნიშნა მინისტრმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება