ირაკლი ჩიქოვანი - რაც მოვისმინეთ, დამაიმედებელია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისთვის

ის, რაც დღეს მოვისმინეთ, არის დამაიმედებელი, ძალიან კარგი და სასიამოვნო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც ბატონი ჯუანშერი, არც თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალების მეთაურობაში მყოფი ადამიანები ამით კმაყოფილი არ არიან. ჩვენ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ, უფრო მეტად გვინდა გადავაიარაღოთ ჩვენი შეიარაღებული ძალები და უფრო მეტი შესაძლებლობები შევთავაზოთ ჩვენს ოფიცრებს და ჯარისკაცებს. რა თქმა უნდა, ეს არის განზრახულობა. მაგრამ ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ამის აღნიშვნაც არ უნდა სწყინდეს არავის, მითუმეტეს, თუკი საკუთარ თავს პატრიოტს ეძახი", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მოსმენის შემდეგ.

მან თავის გამოსვლაში ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ ისინი რეალობას სათანადოდ არ აღიქვამენ.

„არცერთ გამომსვლელს არ გამოუტოვებია სამოქალაქო თავდაცვის საკითხი, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აგრესიისაგან დასაცავად. ესე იგი, ეს აგრესია არის რეალური. მაშინ როდესაც ჩვენ, ხელისუფლება ვამბობთ, რომ მშვიდობა და თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობა არის მიღწევა, მათი აზრით, ამის თქმა არ შეიძლება იმიტომ, რომ თურმე ჩვენ ვიგონებთ საფრთხეს. მაგრამ ობიექტური რეალობა არის ის, რომ საფრთხე რეალურია ამ ქვეყნის წინაშე. მითუმეტეს იმ ქვეყნის წინაშე, რომლის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და აქაც ოპოზიციის მხრიდან ფლიდობასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, თუკი ადამიანებს არ შეუძლიათ მადლიერებით შეხვდნენ და პოზიტივი გამოხატონ, როგორც მინიმუმ ის მაინც არ უნდა გააკრიტიკონ, რასაც ხელისუფლება ოფიცრებსა და ჯარისკაცებს სთავაზობს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება სოციალური უზრუნველყოფის პაკეტს.

„ეს უბრალოდ მავნებლობაა, სხვა თუ არაფერი. მავნებლობაა ის, რომ შენ არ გიხაროდეს, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები დააკმაყოფილოს საცხოვრისით, ეს არ იყოს ერთჯერადი პროგრამა, გაგრძელდეს და პერმანენტულად გავითვალისწინოთ ასეთი პროგრამების განხორციელება. რატომ არ უნდა მოგწონდეს და გიხაროდეს ეს. რატომ უნდა იყოს ეს ცუდი. ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ თავდაცვის საკითხის განხილვაზე საქართველოს პარლამენტში თითქმის არცერთი ოპოზიციონერი არ იმყოფებოდა, ვინც იმყოფებოდა, ისინიც კი არ საუბრობდნენ რეალურ პრობლემებზე და არ ჰქონდათ იმის სურვილი, რომ დადებითად შეეფასებინათ ის, რასაც ყველა ერთად ვცდილობთ, რომ გავუკეთოთ ჩვენ ჯარს, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა