საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სემინარს სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის, პოლონეთის ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

სემინარს ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ესწრებოდა.

სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გამორჩეულია, როგორც მეცნიერული თვალსაზრისით, ასევე, ახალი კავშირების დამყარებისა და ახალი ერთობლივი პროექტების წამოწყებისთვის.

„მოხარული ვარ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გავხსნა, რომელსაც ჩვენი კოლეგები და მეგობრები უცხოეთიდან ესწრებიან, ესწრება მიტროპოლიტი ანანია, სტუდენტები, მეცნიერები. ეს არის პრაქტიკული სემინარი, სადაც მომავალი მშენებლები, ჩვენი სტუდენტები დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან იმ ინოვაციების შესახებ გაიგებენ, რომელიც გარემოს ინჟინერიაში იკიდებს ფეხს. გარემოსდაცვითი ინჟინრები პირდაპირ გავლენას ახდენენ დედამიწის ჯანმრთელობაზე, ისინი ჩართულნი არიან წყლისა და ჰაერის დაბინძურების კონტროლში, გადამუშავებაში, ნარჩენების განადგურებაში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში. ამდენად, მიმდინარე სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ, რაც მთავარია, სტუდენტებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ სემინარის მონაწილეებს“, - განაცხადა რექტორმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, ზურაბ გვიშიანმა რექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ხოლო ქართველ და უცხოელ კოლეგებს სემინარში მონაწილეობისა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტისთვის და ფაკულტეტისათვის. ეს არის პლატფორმა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა სპეციალობის, სხვადასხვა მიმართულების ინჟინრები ხვდებიან და ერთად ფიქრობენ იმ საკითხებზე, რომელიც დღეს მსოფლიოს აწუხებს, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, გახშირებული კატასტროფული მოვლენები, სუფთა წყალი, წყალმომარაგება და ასე შემდეგ. სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ასეთ ღონისძიებებში არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ, სამივე საფეხურის სტუდენტები, ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები მონაწილეობენ. ახალგაზრდებს შეგვიძლია ახალი ჰორიზონტი გავუხსნათ, დავანახოთ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ კოლეგებთან და ერთობლივად გადაჭრან მტკივნეული საკითხები, ჩაატარონ კვლევები, მოიპოვონ გრანტი“, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ორ სესიად ჩატარდა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა