დავით ქართველიშვილი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე - თუ მესამე მსოფლიო ომის თეორიულ პერსპექტივებზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს ისეთი ფეთქებადსაშიში რეგიონია, საიდანაც შესაძლებელია, შეუქცევადი პროცესები დაიწყოს

თუ მესამე მსოფლიო ომის თეორიულ პერსპექტივებზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს ისეთი ფეთქებადსაშიში რეგიონია, საიდანაც შესაძლებელია დაიწყოს შეუქცევადი პროცესები,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით ქართველიშვილმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ცალსახაა, რომ შემთხვევითობა გამორიცხულია.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კონფლიქტის გაგრძელებითაა დაინტერესებული და არა მისი მყისიერი მოგვარებით და მოლაპარაკებების მაგიდასთან პროცესების გადატანით. რით დაიწყო და ვის რაში აწყობს ეს? დღეს ისრაელში ოთხმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, პირადად იღებენ. ვინ არიან ისინი? ისინი არიან ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, კონტრდაზვერვის სამსახურის, სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსები და ფინანსთა მინისტრი. ოთხივე ნეთანიაჰუს კაბინეტის წევრები არიან და სამი მსოფლიოში უძლიერესი, ყოველ შემთხვევაში მე ბავშვობიდან ასე ვიცოდი, სპეცსამსახურების პირველი პირები, თან ისეთი სპეცსამსახურების, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობენ. ისეთ სამსახურთან, რომელსაც მთელს მსოფლიოში „ჰამასის“ თითოეული წევრი თავის ოჯახის წევრიანად აღრიცხული ჰყავს. ანუ გამოვრიცხოთ შემთხვევითობა.

ეს მოხდა ან თავად ნეთანიაჰუს კურთხევით, რაც ძალიან საეჭვოა, ან იმ ძალების, რომელთაც ამ სამსახურებზე აქვთ გავლენა, ან იქ მომუშავე კონკრეტული თანამდებობების პირებზე.

ვთქვათ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რაში უნდა აწყობდეთ, რაში მდგომარეობს მათი ტაქტიკური და სტრატეგიული დაინტერესება? ნეთანიაჰუს მთავრობა რესპუბლიკელებთან, ტრამპის მთავრობასთან, თანამშრომლობასთან, მშვიდობასთან და ა.შ არის გაიგივებული. მისი მინისტრთა კაბინეტის აყირავების მცდელობა გაზაფხულზე იყო, ე.წ. სასამართლო რეფორმის ირგვლივ ატეხილი „მაიდანიზაციის" მცდელობით, რაც ნეთანიაჰუმ უკუაგდო, ჩაახშო და გარკვეული დრო ტაქტიკურად მოიგო“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ამასთან ქართველიშვილის განცხადებით, ამოცანები, რომლებიც შტატებს გააჩნდა, შესრულებული არ არის.

„ამერიკის მისია შეუსრულებელი დარჩა. მე მგონი, ახლა ამ მისიის შესრულების მეორე აქტიური ფაზა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ამბავი, ნეთანიაჰუს მთავრობის ამ აღიარებების ფონზე, არ მგონია მას და მის მთავრობას ეს შეცდომები ეპატიოს. მითუმეტეს, რომ ამ „შეცდომებს“ორივე მხრიდან, კოლოსალური მსხვერპლი მოყვა, მათ შორის ბავშვების. როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ დირექტივებს იძლევა - ჯერ არ გინდათ, ჯერ გაგრძელდეს, ეს „გაგრძელდეს“ ნეთანიაჰუს წისქვილზე ასხამს წყალს, თუ პირიქით? ჩემი აზრით პირიქით იმიტომ, რომ იზრდება ალბათობა უკმაყოფილების, მშვიდობიანი მოსახლეობის რიგებში კიდევ უფრო დიდი მსხვერპლის და ნეთანიაჰუ, ჩემი აზრით, ჰგავს ადამიანს, რომელიც ამ ხაფანგში შემოიტყუეს.

დღეს ამ ამბების ორგანიზატორი პროცესებს იმ მომენტამდე წელავს, სანამ არ იტყვის - მორჩა, პროგრამის მინიმუმს მივაღწიეთ. არ არის გამორიცხული, რომ იგივე დიპლომატები, რომლებსაც ახლა დეესკალაციას უკრძალავენ, მოგვევლინონ პირველი მშვიდობისმყოფელების როლში და მათ დაუბრუნონ მშვიდობა რეგიონს იმიტომ, რომ ამ ყველაფერს აქვს თავისი პოლიტიკური ლოგიკა - დემოკრატებს უახლოვდება არჩევნები და რა პოლიტიკური მზითვებით ხვდებიან ისინი არჩევნებს? ავღანეთის ოპერაცია კრახით დასრულდა. ამერიკელები კი არ წავიდნენ, გაიქცნენ და თალიბებს დაუტოვეს 92 მილიარდი დოლარის შეიარაღება და ინფრასტრუქტურა. უკრაინაშიც მოდი ვთქვათ, რომ ძალიან კარგად მისდითო საქმე, ასე არ არის.

აღმოსავლეთში ვითარება კი ორმაგ დატვირთვას ატარებს - გადაიტანონ ყურადღება სხვა რეგიონში და მივიწყებას მიეცეს უკრაინა და ავღანეთი და მთელი ყურადღება გადაიტანონ ისრაელზე, იქ რა მოხდება. თუ მესამე მსოფლიო ომის თეორიულ პერსპექტივებზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს ისეთი ფეთქებადსაშიში რეგიონია, საიდანაც შესაძლებელია დაიწყოს შეუქცევადი პროცესები, მაგრამ ამავდროულად მიმზიდველია იმისთვის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოასწროს, მშვიდობისმყოფელის მანტია მაშინ მოირგოს, როდესაც ჩათვლის, რომ შეუძლია შეცვალოს თავის პოზიცია. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე მაქსიმუმ, იმიტომ, რომ მეტს ვერ გაწელავენ, რადგან სიტუაცია ისეთი ფეთქებადსაშიშია, რომ პროცესებს ვეღარაფერი შეაჩერებს“,- აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა