იაგო ხვიჩია უმრავლესობას - მოვისმინეთ რიტორიკა: „აგირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც არავის უნდოდა“, „ბილბორდებში ჩაგენაცვლეთ“, „კარგი საქმე გაგიკეთეთ“ - რატომ გააკეთეთ ეს, რას ერჩოდით ქართველ ხალხს?

რატომ ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე ასეთი შეცდომა, რომელსაც ძალით მოახვიეთ თავს პრეზიდენტი, რომელსაც 1% ჰქონდა რეიტინგი, - ასე მიმართა“გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ქართველი ხალხი უნდა შეეგუოს „ქართული ოცნების“ მიერ თავს მოხვეულ 1%-იან პრეზიდენტს.

„ბოლო დღეებში, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან მოვისმინეთ რიტორიკა: „აგირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც არავის უნდოდა“, „ბილბორდებში ჩაგენაცვლეთ“, „კარგი საქმე გაგიკეთეთ“...რატომ გააკეთეთ ეს? რას ერჩოდით ქართველ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. 1% ჰქონდა მაშინ რეიტინგიო... რატომ ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე ასეთი შეცდომა, რომელსაც ძალით მოახვიეთ თავს პრეზიდენტი, რომელსაც 1% ჰქონდა რეიტინგი, თან კონსტიტუციას არღვევს და დღეს როგორც ვხედავთ ვერ მოხდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ფაქტობრივად, ქართველი ხალხი უნდა შეეგუოს თქვენს მიერ თავს მოხვეულ 1%-იან პრეზიდენტს, რომელიც თან კონსტიტუციას არღვევს. ეს რატომ გააკეთეთ? როგორ იურისტი მეტყვით, რომ მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე ასე იყო, „ნაცები“ მოდიოდნენ... თუ მაშინ, მიზანშეწონილობის პრინციპით მოქმედებდით, დღეს სად წავიდა მიზანშეწონილობის პრინციპი, როდესაც ბორელი იყო ჩამოსული, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესში გვეუბნებიან, რომ ახლა არ იყო ამის დრო.

ასევე, ვერ გავარკვიეთ პრეზიდენტის უფლებამოსილება რა იყო და რა - არა. თავის დროზე, ეს თქვენ როგორ გქონდათ წარმოდგენილი, როდესაც კონსტიტუციას წერდით? - აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო. იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები. განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ