„მადლიერების ჩიტი“ საქართველოში წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციუსს გადაეცა

17 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით საქართველოსა და სომხეთში აწ უკვე ყოფილი წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციუსს, მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტენკურის პატივსაცემად გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა.

საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საღამოზე ჟოზე აველინო ბეტენკურს ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებლებმა ვან­ო ჩხარტიშვილმა და ნანა გოთუამ ფონდის სპეციალური ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“ გადასცეს, ქართული მუსიკალური კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისათვის გაწეული გამორჩეული ღვაწლისათვის.

სწორედ მონსინიორ ჟოზე ბეტენკურის დიდი ჩართულობით ისტორიაში პირველად, 2022 წელს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქართული მრავალხმიანობის წარდგენა მოხდა.

ჯილდო „მადლიერების ჩიტი“ 2019 წელს შეიქმნა ფონდის დამფუძნებლის – ნანა გოთუას მიერ ფონდის პროექტების ხელშემწყობთათვის, განსაკუთრებული პატივისცემის და მადლიერების გამოსახატავად.

ჯილდო 2019 წლიდან დღემდე გადაეცათ: მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკს, ანზორ ერქომაიშვილს, ტრისტან სიხარულიძეს, საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურებსა და სხვა ღვაწლმოსილ პირებს.

(R)

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა