ანა დოლიძე იმპიჩმენტის პროცესზე -  ეს იყო კობახიძის დაწერილი სცენარი, რომელშიც პრეზიდენტი თანამონაწილეობდა - კრიზისს ხელოვნურად ქმნიან

ეს იყო კობახიძის დაწერილი სცენარი, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი თანამონაწილეობდა, - ასე ეხმაურება პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერი პრეზიდენტის იმპიჩმენტის დღევანდელ პროცესს.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, ბოლო ორი თვე სერიოზულ საკითხებზე მსჯელობის ნაცვლად, ხელოვნურად შექმნილ კრიზისებზე საუბარში დაიხარჯა.

„დღეს მოხდა ის, რასაც პირველივე დღიდან ვამბობდით. ეს იყო მახინჯი სპექტაკლი, დროის დაკარგვის ორი თვე. მთელი ეს პერიოდი გვალაპარაკეს ამ სისულელეზე. ეს სცენარი ირაკლი კობახიძემ დაწერა, რომელშიც შოუს ინტენსიურობის გაზრდისთვის სამწუხაროდ, თანამონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი. ის ხელს უწყობდა, რომ საქმიანი დღის წესრიგიდან მსჯელობა კრიზისული დღის წესრიგზე დაეყვანა.

პირველივე დღეს, 4 სექტემბერს ვთქვი, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა შეკრებილიყო და შოვის ტრაგედიაზე შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. დღეს არცერთი სიტყვა არ უთქვამს ზურაბიშვილს იმ საქმეებზე, რაც ამ ორი თვის მანძილზე უნდა გაკეთებულიყო. შედეგად მივიღეთ სპექტაკლი, რასაც ორი თვეა ვუყურებთ. ჩვენ ვიცით, ესენი როგორც თამაშობენ. ხელოვნურად ქმნიან კრიზისს და ამ თემის ინტენსიურობის გაზრდას კი საქართველოს პრეზიდენტმა შეუწყო ხელი.

არადა, ამ პერიოდში რა არ მოხდა. რაჭის წყლებია დასაცავი, ბავშვთა კვების საკითხები და პრობლემებია მოსაგვარებელი. ამის ნაცვლად კი ვუყურებდით ამ გარჩევებს“, - აცხადებს ანა დოლიძე.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის