იუსტიციის მინისტრი - ჩემთვის სრულიად გაუგებარი და ამოუხსნელი ფაქტია, რატომ გაიწელა ამდენ ხანს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, პრეზიდენტს ამის შესახებ რეკომენდაცია დიდი ხნის წინ მივაწოდეთ

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც იუსტიციის სამინისტროსთვის გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ჰქონდა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, იმავე დღეს მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და გადაუგზავნა პრეზიდენტს რეკომენდაცია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.

შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა სასტუმრო „შერატონში“ ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც აშშ-ს ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან, პოლიტიკოსებსა და „ენჯეოებს“ შორის გაცნობით შეხვედრა გაიმართა.

ბრეგაძის განმარტებით, მეორე სახელმწიფოს შეუძლია არ გასცეს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რადგან ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია, ამიტომ იუსტიციის სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ ოთარ ფარცხალაძეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც ჰქონდა.

„ბევრმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ, არამედ სხვა სახელმწიფოს მოქალაქემაც მიიღოს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობა, ამის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად ხომ არ ვრცელდება?! იმიტომ, რომ ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია და სხვა სახელმწიფოს შეუძლია, საერთოდ არ გასცეს პერსონალური ხასიათის ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის არ იყო ცნობილი. როდესაც სახელმწიფოსთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი და როდესაც შესაბამისი დოკუმენტაცია მივიღეთ, მას მერე დავიწყეთ პროცესი. სხვადასხვა სახელმწიფოში არსებობს ორმხრივ და, მათ შორის, მრავალმხრივ მოქალაქეობაც.

შეიძლება სხვა ბევრ მოქალაქეს ჰქონდეს მიღებული სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა ისე, რომ ეს ქართული სახელმწიფოსთვის არ იყოს ცნობილი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ეს არ არის ხარვეზი და ყველა ქვეყანაში ასეა.

„მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ხდება ცნობილი მერე წყდება მოქალაქეობა“, - აღნიშნა მან.

ბრეგაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაიწელა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, რადგან სამინისტრომ პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციით დიდი ხნის წინ მიმართა.

„ჩემთვის ეს იყო სრულიად გაუგებარი ფაქტი, თუ რატომ გაიწელა ამდენ ხანს. ჩვენ დიდი ხნის წინ მივაწოდეთ პრეზიდენტს ამის შესახებ რეკომენდაცია და ჩვენი გადაწყვეტილება და თუ აქამდე, რატომ არ მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩემთვის ეს ფაქტი ამოუხსნელია“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა