ვიოლა ფონ კრამონი - დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი, ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს

დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი, ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დაამტკიცეს, რომ უფრო მდგრადი არიან, ვიდრე ოლიგარქი. გილოცავთ, პრეზიდენტო ზურაბიშვილო. მაგრამ საქართველოს რეპუტაციას დიდი ზიანი მიადგა. ახლა ყველამ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ, რათა ზიანი აღმოვფხვრათ და უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი გახდება”, - წერს ფონ კრამონი.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა