გიგა ბოკერია - იმედი მაქვს, სამარცხვინო რეპუტაციული ზიანი აღარ გაღრმავდება, რასაც წინა აშშ-ის ელჩთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი ამ ხელისუფლებისგან - „ოცნება“ ქვეყნისთვის პირდაპირ ზიანის მიყენებითაა დაკავებული

ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედი მაქვს, რომ ისეთი სამარცხვინო რეპუტაციული ზიანი აღარ გაღრმავდება, რასაც ამ ხელისუფლებისგან [აშშ-ს] წინა ელჩთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ განუცხადა, სადაც აშშ-ს ახალმა ელჩმა რობინ დანიგენმა ქართველ პოლიტიკოსებთან და მესამე სექტორთან შეხვედრა გამართა.

ბოკერიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნისთვის პირდაპირ ზიანის მიყენებითაა დაკავებული.

„აშშ-ს ელჩის ჩამოსვლა საქართველოსთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის, ოღონდ, ჩვენი პრობლემა ელჩის პერსონაჟში კი არ იყო, წინა ელჩის ან დღევანდელი ელჩის, ანუ დღევანდელ ხელისუფლებაში იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პირდაპირ ზიანის მიყენებითაა დაკავებული დასავლეთისგან ჩვენი ქვეყნის იზოლირებით და რუსეთის წინაშე პირისპირ მარტო დატოვებით. სხვა არაფერი იმ სამარცხვინო დაპირისპირება აშშ-ს ელჩთან და ზოგადად, დასავლეთთან, ამ ხაზს, რომელიც დღესაც გრძელდება, რომ „დასავლეთიდან ომი უნდა გლობალური ომის პარტიას“, სხვა დახასიათება ვერ ექნება, ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატის გარდა. ამიტომ, მე მოხარული ვარ, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომ ამერიკის ახალი ელჩია ჩამოსული. რა თქმა უნდა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედი მაქვს, რომ ისეთი სამარცხვინო რეპუტაციული ზიანი აღარ გაღრმავდება, რასაც წინა ელჩთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ პრინციპულად ვითარება ვერ შეიცვლება, სანამ არ შეიცვლება ეს ხელისუფლება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში