ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ აშშ-ის ახალ ელჩთან  მჭიდრო თანამშრომლობა შედგეს

ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ახალ ელჩთან შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „შერატონში“ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც აშშ-ს ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან, პოლიტიკოსებსა და „ენჯეოებს“ შორის გაცნობით შეხვედრა გაიმართა.

კობახიძის თქმით, ახალ ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია იმისათვის, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდეს.

„ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილები, ვთანამშრომლობდეთ შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ ახალ ელჩთან შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა. ეს აუცილებელია, იმისათვის, რომ გაღრმავდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან“,- განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა