თინა ბოკუჩავა - აშშ-ის ახალმა ელჩმა გამოხატა სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დაამყაროს მჭიდრო კონტაქტი ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, განსაკუთრებით, პოლიტიკურ პარტიებთან

აშშ-ს ელჩმა გამოხატა სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დაამყაროს მჭიდრო კონტაქტი ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასში“ განუცხადა, სადაც აშშ-ს ახალმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგენმა ქართველ პოლიტიკოსებთან და მესამე სექტორთან შეხვედრა გამართა.

ბოკუჩავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ძალიან ძლიერი ელჩი ჰყავს საქართველოში.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო გაცნობითი შეხვედრა, გვქონდა პირადი კომუნიკაციის შესაძლებლობაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ძალიან ძლიერი ელჩი ჰყავს საქართველოში. განსაკუთრებით ახლა, ამ მომენტში, როდესაც არის ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის პროცესში, რაც ასევე პირდაპირ არის ბმაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან. ამაში, ბუნებრივია, აშშ-ს როლი განმსაზღვრელი და ძალიან მნიშვნელოვანია. ელჩმა გამოხატა სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დაამყაროს მჭიდრო კონტაქტი ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციურ პარტიას, ბუნებრივია, მასთან მჭიდრო კავშირი გვექნება იმ გეოპოლიტიკურ უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, რომელიც ჩვენ ქვეყანას ელოდება და განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ბედს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება