გიორგი ბოტკოველი - ის, რაც ვნახეთ კობახიძისგან, არის უზრდელობა და შეურაცხყოფა - ზურაბიშვილი თუ დამოუკიდებელი ფიგურაა, რუსული ხელისუფლების პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს

ის, რაც ვნახეთ კობახიძისგან, არის უზრდელობა და შეურაცხყოფა - ზურაბიშვილი თუ დამოუკიდებელი ფიგურაა, უკანონო პოლიტიკური გადაწყვეტილებით რუსული ხელისუფლების პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის მიმართ მისი პოზიცია უცვლელია - „ის არ აურჩევია ქართველი ხალხის უმრავლესობას“. ბოტკოველი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებას ისმენდა უმრავლესობისგან.

„კობახიძის განცხადებებს არგუმენტს ვერ დავარქმევ. ეს იყო შეურაცხყოფა არა ამ შემთხვევაში ქალბატონის, პრეზიდენტის მიმართ, ის, რაც ჩვენ ვნახეთ კობახიძის მხრიდან ეს არის უზრდელობა და შეურაცხყოფა, მან მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, ქვეყანას მიაყენა და ფაქტობრივად, თქვა, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში არანაირი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, არსებობს ერთი დაჯგუფება, რომელიც მიზანმიმართულად უკარგავს ქვეყანას ავტორიტეტს, რომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აქ მთავარი არ იყო გადააყენებდნენ თუ არა ზურაბიშვილს, ინტერესი იყო დაეზიანებინათ ქვეყანა და შეელახათ მისი ავტორიტეტი.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩემი შეფასება იქნება ის, რომ მან კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს იმასთან ერთად, რომ შეხვედრებს გამართავს პარტნიორებთან. მას არ უხსენებია ივანიშვილი და არ უხსენებია ბევრი რამ. სალომე ზურაბიშვილი თუ რეალურად დამოუკიდებელი ფიგურაა, კარგად უნდა ათვითცნობიერებდეს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას. როცა ამბობს, რომ არ ენდობა სასამართლო სისტემას, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დანიშნული ჰყავს მოსამართლეები, მაშინ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამ სასამართლოს მიერ უკანონო პოლიტიკური გადაწყვეტილებით რუსული ხელისუფლების პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს თავის დისკრეციული უფლებით. მე სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩემს პოზიციას არასდროს შევიცვლი, ის არ აურჩევია ქართველი ხალხის უმრავლესობას და აღიარებით ჩვენებას ვისმენდით უმრავლესობისგან გუშინ, რომ ძალით გაიყვანეს სალომე ზურაბიშვილი, ფაქტობრივად გაყალბებით, მაგრამ შემდგარი ფაქტია, რომ ის ამ შემთხვევაში საუბრობს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც ვიაზრებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა