„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, შემცირებული უცხოური გრანტების მნიშვნელოვნად ზრდისთვის მთავრობამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო რეკომენდაციები.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” განმარტავენ, ბიუჯეტის პროგრამების და ქვეპროგრამების ნაწილი არ არის მიმართული პრობლემის მოგვარებაზე.

„ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და მას არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს.

მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა ის მაინც მაღალია და ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე, მთავრობა მის შემცირებას უნდა ეცადოს. დეფიციტის შემცირება ფასების და ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, იგი ეროვნულ ბანკს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაში დაეხმარება, მთავრობის ვალის ტვირთს კიდევ უფრო შეამცირებს და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს გააუმჯობესებს. გასათვალისწინებელია რეგიონში მიმდინარე ომებიც, რაც ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირებას ართულებს;

შემცირებული უცხოური გრანტების მნიშვნელოვნად ზრდისთვის მთავრობამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო რეკომენდაციები. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების 2014-2021 წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირისგან ყოველწლიურად დამატებით 400 მლნ ლარამდე გრანტის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდება;

ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებული ყურადღება პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნების სწორად დასახვას და მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას უნდა მიექცეს. დღემდე პროგრამული ბიუჯეტის პრინციპები ფორმალობად რჩება და რეალურად ის მხოლოდ ბიუჯეტის ტექნიკურ ნაწილში არის ასახული;

გასული წლების მსგავსად, ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ ბიუჯეტის დანართშია მოცემული და „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ტექსტს არ წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების დოკუმენტის კანონში ინტეგრირებაა, რაც გააძლიერებს მიზნებზე ორიენტირებულ საბიუჯეტო პოლიტიკას, ნაცვლად დღეს არსებული მიდგომისა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა.

საყურადღებოა, რომ ბიუჯეტის პროგრამების და ქვეპროგრამების ნაწილი არ არის მიმართული პრობლემის მოგვარებაზე და შესაბამისად, არ შეესაბამება პროგრამული ბიუჯეტირების არსს და მიზანს. ეს პრობლემა წლებია არის ბიუჯეტში და არაფერი იცვლება. მაგალითად, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოძველებული მიდგომებით მოქმედებს და სკოლების გამართული დაფინანსება აქვს მიზნად დასახული. განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც სასკოლო განათლების ყველაზე დიდი გამოწვევაა, გასული წლების მსგავსად, სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზანიც კი არ არის. 2024 წელს სასკოლო განათლების პროგრამის დაფინანსების 129 მლნ ლარით ზრდის მიუხედავად, მთავრობა განათლების ხარისხის ამაღლების არანაირ ვალდებულებას არ იღებს“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ სრული ვერსია ბმულზე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა