ირაკლი კობახიძე - ამ 11 წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება მოვახერხეთ და ამაში განსაკუთრებული დამსახურება სუს-ს მიუძღვის

ჩვენ ამ 11 წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება მოვახერხეთ და ამაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული დამსახურება სუს-ს მიუძღვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რეალურად, რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“.

„ყველაფერი ჩანს შედეგებიდან. 11 წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ამ 11 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება მოვახერხეთ. ჩვენ გამოწვევების მიუხედავად, ამ ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებას ვახერხებთ. ამაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. შედეგებიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმატებულია სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობა და შედეგები სწორედ წარმატებაზე მიუთითებს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება