ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ შემოაპაროს რეპრესიული მექანიზმი - მსგავსი ტიპის კანონი მუშაობს რუსეთში, - ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებები დამოუკიდებელი მედიის სამუშაო გარემოს გააუარესებს, რომელიც ისედაც მძიმე პირობებში აგრძელებს მუშაობას მოქალაქეთა ინფორმირებისთვის.
„ჩვენ ვნახეთ მსგავსი ტიპის კანონი როგორ მუშაობს მაგალითად, რუსეთში, იქ ამ კანონის გამოყენება არ მომხდარა ექსტრემისტული ჯგუფების შესაბოჭად, რაც იყო გაცხადებული მიზანი იქაც. მსგავსი კანონი გამოყენებული იყო დამოუკიდებელი აზრის ჩასახშობად და პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის. ეს არის ძალიან კონკრეტული შემთხვევა, როცა ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ შემოაპაროს რეპრესიული მექანიზმი. ფაქტი, რომ არსებობს დირექტივა სწორია, მაგრამ ის, რომ ეს კანონი ასრულებს დირექტივას ისე, როგორც ეს არის დირექტივის სულისკვეთება, არასწორია“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.