პაატა მანჯგალაძე - სუს-ი არ ჰყავს ქვეყანას, ჩვენ გვყავს ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური

სუს-ი არ ჰყავს ქვეყანას, ჩვენ გვყავს ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს.

„ისინი დაკავებულები არიან არა ჯაშუშების, მათ შორის ფარცხალაძის მსგავსი ადამიანების გამოვლენით, არამედ დაკავებული არიან ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმებით, ეს არის გირჩი ჯაფარიძე, მშვილდაძე, ლევან ბერძენიშვილი და ა.შ.”- განაცხადა მანჯგალაძემ.

დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს. დოკუმენტს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა