„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერებმა ევროპული პოლიტიკის ცენტრში შეხვედრა გამართეს

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები პაატა დავითაია, მამუკა გამყრელიძე და ნიკოლოზ ვაშაკიძე ევროპული პოლიტიკის ცენტრში ამანდა პოლისს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერებმა ხაზგასმით გამოხატეს პოზიცია, რომ საქართველომ გარკვეული ვალდებულებების დათქმით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ პროცესზე და რეფორმების აუცილებლობაზე.

„ჩვენი მიზანი იყო, ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მკვეთრი პოზიცია იმ მნიშვნელოვან პროცესში, რასაც ახლა ქვეყანა გადის, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ეხება. ბრიუსელში ყურადღებით აკვირდებიან ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიების და ბრიუსელში მოქმედი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დაახლოებას და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესში. ამანდა პოლის შეფასებით, პრობლემების მიუხედავად, ისინი გამოხატავენ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, ეს არის ჩვენი ხალხის სწრაფვა დიდი ევროპული ოჯახისკენ“, - აცხადებს პაატა დავითაია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის