სოფო ჯაფარიძე - დღეს დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების“ სიმბოლო კვერცხი და ქვაა - რუსი ოლიგარქი პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციოს

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სოფელი ჭორვილა დატოვეს, სადაც დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო.

მათ სოფელ ჭორვილის აღმნიშვნელ აბრაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გააკრეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, ჩვენ დღეს დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების“ სიმბოლო კვერცხი და ქვაა.

„დიახ, მშვიდობით ჩამოსულ მოქალაქეებს ასე მოგვექცნენ. ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ, რომ პროფესიული საქმე შეესრულებინათ. პირობას გაძლევთ, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება. დღეს, ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ ჭორვილაში. რატომ? - იმიტომ, რომ ეს არის რუსი ოლიგარქის მშობლიური სოფელი. მან გადაწყვიტა, რომ ქართველები ჩაანაცვლოს რუსებით, ქართველები გაგვარუსოს. რუს ოლიგარქს ტყვეობაში ჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ეს სახელმწიფო შექმნა. რუსი ოლიგარქი ყოველდღე ანგრევს ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, 2012 წელს არავინ იბრძოდით იმისთვის, რაც დღეს ხდება, თავისუფლება და ევროპული მომავალი რომ დაგვეკარგა. რუსი ოლიგარქი მის პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციოს. ეს ამას ვერ შეძლებს. ვხედავთ, რომ ჩვენივე ქვეყანაში გვეზღუდება თავისუფლად გადაადგილება. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე დასრულდება. პირადად მე, სოფო ჯაფარიძე ძალიან დიდ მონაწილეობას მივიღებ. სულ რომ მარტო მომიწიოს სიარული, თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან ვიქნები და დავანახებ რამხელა საფრთხეს უქმნიან ჩვენს ქვეყანას. დიახ, ჭორვილა, ეს ულამაზესი ადგილი აუცილებლად იქნება ევროპული სოფელი“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოჩენას მოჰყვა.

ადგილობრივების თქმით, მათთვის მიუღებელია, მათ სოფელში პოლიტიკური აქციის გამართვა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო