აბრეშუმის გზის ფორუმის გამხსნელი პანელის მოდერატორი საერთაშორისო ტელე-ჟურნალისტი  ღიდა ფაქრი იქნება

აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც 2023 წლის 26 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნება, მთავარ პანელს სახელწოდებით Increasing Role of the Middle Corridor მოდერატორობას საერთაშორისო ტელე-ჟურნალისტი ღიდა ფაქრი გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ღიდა ფაქრის მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებთან თანამშრომლობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი იყო TRT World-ის ფლაგმანი ამერიკული პოლიტიკური გადაცემების (Inside America with Ghida Fakhry, Bigger than Five) წამყვანი და აღმასრულებელი პროდიუსერი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ღიდა მოდერატორობას უწევდა მაღალი დონის პანელებს, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიო ლიდერები, ნობელის პრემიის ლაურეატები, წამყვანი ეკონომისტები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და ცნობილი ხელოვანები.

„ფაქრი უძღვებოდა მაღალი დონის პანელებს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორებიცაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსსა და სამხრეთ აფრიკაში, ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტი და სხვა.

ღიდა ფაქრი არის ბოსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ასევე, ფლობს ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლური და აფრიკული კვლევების სკოლის მაგისტრის ხარისხს ახლო აღმოსავლეთის კვლევებში.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან და გლობალურ ეკონომიკებთან.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე, ასევე გაიმართება სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა