გრიგოლ ლილუაშვილი - უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად აქტიურად განაგრძობდნენ ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტის გამოყენებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად აქტიურად განაგრძობდნენ ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტის გამოყენებას.

აღნიშნულის შესახებ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სუს-ის გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროცესში, თავიანთი ამოცანების მისაღწევად მათ ჩართული ჰყავდათ საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური ძალები, სამეცნიერო და საექსპერტო წრეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ბიზნესდაწესებულებები და სხვადასხვა ფონდი.

„ამასთანავე, ისინი აქტიურად ცდილობდნენ შესაბამისი მიმართულებებით საქართველოში არსებულ კონკრეტულ ჯგუფებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას და საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესაძლებლობების გამოყენებას.

აღნიშნული კავშირების დასამყარებლად უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები საკუთარ ან მესამე ქვეყნებში ორგანიზებას უწევდნენ სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო სემინარებს, კონფერენციებსა და საექსპერტო შეხვედრებს. საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო და ნაციონალური იდეოლოგიის გასავრცელებლად აღნიშნული აქტორების მიერ, განსაკუთრებით უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში, აქტიურად გამოიყენებოდა ჰუმანიტარული, ინფრასტრუქტურული თუ ბიზნესპროექტები.

საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოიკვეთა სხვადასხვა სახის სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ფაქტები, რომელთა მიზანს „ზეგავლენის ოპერაციებისთვის“ სამიზნე ჯგუფებში ცალკეული საკითხების გარშემო არსებული განწყობების შესწავლა და, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების ინტერესების შესაბამისად გამოყენება წარმოადგენდა.

„რბილი ძალის“ პოლიტიკის საწარმოებლად, სხვა სახელმწიფოების მიერ ეფექტურ მეთოდად განიხილებოდა საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება და აღნიშნული საქმიანობით ახალგაზრდების მოზიდვა, მათი დადებითი განწყობების მოპოვება და კონკრეტულ საკითხებზე საკუთარ ინტერესებს მორგებული შეხედულებების გავრცელება.

საანგარიშო პერიოდში აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარდა სათანადო ოპერატიული ღონისძიებები. შესაბამის უწყებებთან ერთად, პერმანენტულად მიმდინარეობდა ზემოხსენებული პროცესების კონტროლი და ანალიზი, შესაძლო კანონდარღვევების გამოვლენისა და პრევენციისთვის ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი აღნიშნულ საქმიანობაში მონაწილე ან/და ხელშემწყობი პირები და ორგანიზაციები“,-ნათქვამია ანგარიშში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის