გიორგი ვაშაძე - სანამ სუს-ი არის რუსი, ქვეყანა წინ ვერ წავა და ვერანაირ ეროვნულ უსაფრთხოებაზე ვერ ვისაუბრებთ

სუს-ი არის რუსი - ღია საუბრის დროს არ პასუხობენ კითხვებს და ილუზია გაქვთ, რომ დახურულ რეჟიმში უპასუხებენ?! ამ "ბლეფში" მონაწილეობას აზრი არ აქვს!, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც სუს-ის ანგარიშის მოსმენა, გრიგოლ ლილუაშვილის მოხსენების შემდეგ, დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

ვაშაძის თქმით, მათ ანგარიშვალდებულება აქვთ არა საზოგადოებასთან, არამედ რუსეთთან, ამიტომ არ იძიებენ არც ოთარ ფარცხალაძის და არც კორუფციულ საქმეებს.

"საჯარო დისკუსია არ უნდათ და ეს აჩვენებს, რომ ლილუაშვილს სალაპარაკო არ აქვს ხალხთან, არ აქვს პასუხები კითხვებზე. კითხვები რა არის - რა ხდება რუსეთის აგენტ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რატომ არ არის გამოძიება ისეთივე ინტენსივობით, როგორც ეს დაიწყეს ჩვენი პარტნიორების მიერ მხარდაჭერილ არაერთ პროექტთან დაკავშირებით, რა ხდება კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, იძიებს ღარიბაშვილის ჩარტერს, როგორც ყველაზე დიდ კორუფციულ სკანდალს?! - არ იძიებს. ამიტომ დახურეს სხდომა, რომ ხალხის ყურადღების მიღმა ჩაფარცხონ ეს ყველაფერი და ამ "ბლეფში" მონაწილეობას აზრი არ აქვს. სუს-ი არის რუსი. როგორც კი რუსეთის ინტერესების გამტარებლებს მოვიშორებთ, მერე გვეშველება, სანამ სუს-ი არის რუსი, წინ ვერ წავა ქვეყანა და ვერანაირ ეროვნულ უსაფრთხოებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ღია საუბრის დროს არ პასუხობენ კითხვებს და ის ილუზია გაქვთ, რომ დახურულ რეჟიმში რაიმე კითხვას უპასუხებენ სუს-ის და რუსის წარმომადგენლები?!", - განაცხადა ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა