ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში, ჰასან აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრისას აგრეთვე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.

„კატარის ელჩთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა და გვსურს, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ კატარის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა