ლაშა ტუღუში - განმარტებები, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონშია მოცემული, ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, რისკებს შეიცავს - გვაჩვენონ დოკუმენტი, სად არის ევროპული მხრიდან დადებითი შეფასება

გვაჩვენონ დოკუმენტი, სად არის დადებითი შეფასება. გვანახონ და გასაგებია, გავიგებთ პოზიციას, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ დირექტორმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ “მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა და გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონში ცვლილებები არის ევროკავშირის "დირექტივა" და "არჩევანი".

ტუღუშის თქმით, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, თუკი გამოქვეყნდება დოკუმენტი, სადაც კანონპროექტზე დადებითი შეფასება იქნება.

„თუ არის ოფიციალური პოზიცია, იქნება წერილიც. თქვენ გინახავთ წერილი?- გამოგიგზავნონ, დაბეჭდონ, გამოაქვეყნონ. სად არის ეს წერილი. ასე ყველას შეუძლია ყველაფრის თქმა. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, როცა ჩვენ ვაკრიტიკებთ მიდგომებს, ვლაპარაკობთ, რომ საფრთხეები და რისკებია. თუ ევროპული მხარე, ევროკომისიის სახით ეუბნება, რომ „ეს მიიღეთ“ და არსებობს, რა პრობლემაა... ჩვენ ვაგზავნით კანონპროექტებს, იქიდან გვიბრუნდება პოზიცია, ჯერჯერობით აღფრთოვანებული დასკვნები არ შემხვედრია. კი, არის, რომ რაღაცა პროგრესია, მაგრამ ყოველთვის არის, „მაგრამ“. ვფიქრობ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, თუ მოხერხდება ამ დოკუმენტის გამოქვეყნება“, - აღნიშნა ტუღუშმა.

უშუალოდ კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეზე საუბრისას, რომლის თანახმად, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა, ტუღუშმა აღნიშნა, რომ განმარტებები, რომელიც კანონშია მოცემული, „ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას“ იძლევა.

„როდესაც ეს თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადავა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. საფრთხის განცდა, რომელიც დღეს გაუჩნდა მედიის ძალიან ბევრ წარმომადგენელს, არა მარტო მედიის, არამედ სამოქალაქო საზოგადოების, აბსოლუტურად საფუძვლიანია. ამიტომაც არის პროტესტის განცდა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, პარლამენტმა “მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.

მანამდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ცვლილებები იყო ევროკავშირის "არჩევანი" და "დირექტივა".

"მე საერთოდ დეტალებიც კი არ ვიცი ამ კანონპროექტის და რატომ - არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება. ევროკავშირის არჩევანი იყო სწორედ ეს - ჯერ თვითრეგულირება, შემდეგ - კომისია, სამი ვარიანტი შევთავაზეთ და სამიდან ეს ვარიანტი აირჩიეს, ეს არ იყო ჩვენი არჩევანი, რასაც გვეტყვით იმას გავაკეთებთ - თქო ვუთხარით, ეს იყო ევროკავშირის არჩევანი და რასაც თითი დაადეს იმას ვიღებთ,"- განაცხადა კობახიძემ ცვლილებებზე საუბრისასას.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა