სუს-ის ხელმძღვანელი - მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები - რუსეთი რომ ოკუპანტია, ამაზე 5 საათი ვსაუბრობდი

მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რიღაც უპასუხა კითხვას, ვინ არის ქვეყნის მთავარი მტერი.

კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ქვეყნის მთავარი მტერი, ლილუაშვილი პასუხობს, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს გამოკვეთილი სპეციფიკა - ყველაფერზე საჯაროდ არ განაცხადოს რასაც ფიქრობს და რა ინფორმაციაც აქვს".

"რუსეთი რომ ოკუპანტია, ამაზე 5 საათი ვსაუბრობდი და ანგარიშშიც ნათქვამია და შეგიძლიათ ნახოთ" , - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს