გრიგოლ ლილუაშვილი  mona.ge-ზე -  უღირსი პროექტია - რასაც შეიძლება მათგან ველოდოთ, ეს არის აღვირახსნილი ქმედებები, ელოდეთ შესაბამის რეაგირებას კანონის ფარგლებში

[ mona.ge] უღირსი პროექტია და უღირს პროექტებს ღირსეული ადამიანები არ ახორციელებენ - რასაც შეიძლება ველოდოთ მათგან, ეს არის აღვირახსნილი ქმედებები, ამ აღვირახსნილი და უღირსი ქმედებების ფონზე ელოდეთ შესაბამის რეაგირებას კანონი ფარგლებში, - ასე გამოეხმაურა სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი პარტიების: „გირჩის“ და „დროას“ ერთობლივ პროექტს.

ლილუაშვილის განმარტებით, ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ადამიანები არიან ღირსეული პირები და მათ გვერდით დგას.

„დღეს, საუბარი გვქონდა ამ თემაზე, უწყებების მიზანმიმართული დისკრედიტაცია, მათ შორის იმ ღირსეული თანამშრომლების, იქ არის სუს-ის სამი თანამშრომელი. როგორც ვიცი, გენერალური პროკურატურის ერთი გამომძიებელი პროკურორი და შსს-ს წარმომადგენელი. ესენი არიან ღირსეული ადამიანები, იქ გამოქვეყნებული სახელები და გვარები. ეს უღირსი პროექტია და უღირს პროექტებს ღირსეული ადამიანები არ ახორციელებენ. ეს უღირსი პროექტი, თავისი უღირსი დამფუძნებლებითა და განმახორციელებლებით ემსახურებიან რამდენიმე მიზანს, ანუ მიზნის მიღწევას ცდილობენ, რაც არც არასდროს გამოსვლიათ და ვერც გამოუვათ. თუკი უღირსი ადამიანები ღირსეულ საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის, მნიშვნელობა არ აქვს, განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ის ეხება სამართალდამცავი სტრუქტურის ღირსეულ წარმომადგენლებს, ხვდებიან გაქილიკებისა და განკიცხვის უაპელაციო, ყოველგვარი სამართლებრივი და მორალური არგუმენტაციის გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულია ამ ადამიანების ბულინგზე, მათ შორის ოჯახის წევრების, სამსახურის დისკრედიტაციაზე, მათი აზრით, სამსახურების, ინსტიტუციების ჩამოშლაზე, რასაც ვერასდროს მიაღწიეს და ვერც ახლა მიაღწევენ. მე პირიქით, ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მინდა აქედან ვუთხრა, რომ მათ ჰყავთ ღირსეული ოჯახის წევრები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს, თავიანთ საქმეს ღირსეულად, უმწიკვლოდ და ყოველგვარი ანგარების გარეშე. მე მათ გვერდზე ვარ, გვერდით ვდგავარ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ სახელ და გვარებს ბევრი შეემატოს, თუმცა მე გამიკვირდება, რომ ღირსეული ადამიანი,რომელიც ამ ავტორებისგან ქება-დიდებას დაიმსახურებს, გაკვირვებული არ დარჩეს და არ დაფიქრდეს, რამე ხომ არ შეშლია ცხოვრებაში, ან სამშობლოსთან მიმართებაში, ან სინდისთან მიმართებაში“ , -განაცხადა ლილუაშვილმა.

მან უპასუხა შეკითხვას აპირებენ, თუ არა აღნიშნული ვებგვერდის დაბლოკვას

„ჩვენი ლოიალური კანონმდებლობა ამ მიმართულებით... დღეს იყო დიდი სჯა-ბააისია ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. დეზინოფორმაციის თემაც სრულიად მოუწესრიგებელია, ვგულისხმობ საკანონმდებლო ჩარჩოს. თუკი ამ ვებ-გვერდზე აიტვირთება ის მონაცემები, რომელიც ჩაითვლება კანონდარღვევად, შესაბამისი მორეაგირე უწყებები ალბათ განახორციელებენ შესაბამის რეაგირებას. თუ ადამიანის პირადი მონაცემები, რომლის გამჟღავნებაც პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონით არის უზრუნველყოფილი და დადასტურებული, თუკი გამოქვეყნდა ისეთი მასალები, რომელთაც შემხებლობა აქვთ ამ პირების პირად უსაფრთხოებასთან, რა თქმა უნდა, იქნება რეაგირება. რასაც შეიძლება ველოდოთ მათგან, ეს არის აღვირახსნილი ქმედებები, ამ აღვირახსნილი და უღირსი ქმედებების ფონზე ელოდეთ შესაბამის რეაგირებას კანონი ფარგლებში“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიებმა „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პროექტი mona.ge შექმნეს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა