გრიგოლ ლილუაშვილი ჟურნალისტს - იმდენ რამეს მაბრალებთ, მე ვინ დამაყენებს პრემიერად - არ ვაპირებ, ჩემო კარგებო

იმდენ რამეს მაბრალებთ, მე ვინ დამაყენებს პრემიერად, კაცო - არ ვაპირებ, ჩემო კარგებო , - ასე უპასუხა სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას.

როგორც ლილუაშვილმა განმარტა, ის დაკავებულ თანამდებობაზე სამუშაო ვადის ამოწურვას ბოლომდე აპირებს.

„მე? - იმდენ რამეს მაბრალებთ, მე ვინ დამაყენებს პრემიერად, კაცო, იმდენ ცილისწამებას... არ ვაპირებ,ჩემო კარგებო. სხვათა შორის, წინა წელსაც იგივე შეკითხვები დამისვით. დაბეჯითებით გეუბნებით, მე პოლიტიკაში მიბრუნებას არ ვაპირებ, არცერთი პოლიტიკური თანამდებობისთვის. მე მაქვს უფლებამოლისების ვადა განსაზღვრული კანონით. ამ ვადის ამოწურვას ვაპირებ ბოლომდე, 2025 წლის შემოდგომის, ნოემბრის თვემდე“, - აცახდებს ლილუაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს