ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ნადირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ შევა.

„ჩვენს კოლეგას, საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს 40-ზე მეტი ადამიანი დაესხა ჯგუფურად თავს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ვიდეო მტკიცებულება და ფაქტი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დასჯილი. ის ათეულობით დამნაშავე, ბანდიტი, ჯერ კიდევ დაუსჯელია. “ქართულ ოცნებას” ჰქონდა და აქვს კიდევ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაეყვანა თითქოს და იყო პირადი ანგარიშსწორება და დაპირისპირება, თუმცა ამ ვიდეომტკიცებულებებში ცალსახად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება და შურისძიება ირაკლი ეძგვერაძის საქმიანობის გამო, რომელიც ამ ადამიანს უკავშირდება 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული. კერძოდ, ვგულისხმობ კახი კალაძის გლდანში დამარცხებას. შემდგომ უკვე საკრებულოში ამ ადამიანის აქტიურობამ მიიყვანა ეს ხალხი, ეს ბანდიტები ამ მდგომარეობამდე, რომ ჯგუფურად გასწორებოდნენ.

დღეს ბოიკოტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამით კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილია ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც შეუძლია მათ შორის საკრებულოს დეპუტატებზე იძალადოს, როგორც ძალადობს ქუჩაში ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებზე”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ამასთან, ნადირაძემ მიმართა პროკურატურას, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირება მარტივად შესაძლებელია და დღემდე დაუსჯელები არიან.

„თუ ამ დამნაშავეებს, ამ ბანდიტებს ხელს არ აფარებს კახი კალაძე და ეს თავდასხმა არ იყო ორგანიზებული მის მიერ, თუ ეს ინციდენტი არ უკავშირდება “ქართული ოცნების” დეპუტატს კოტე ზარნაძეს და მასთან დაპირისპირებას, თუ ამ ადამიანებს ხელს არ აფარებს სუს-ი, ხელს არ აფარებს პოლიცია, მივმართავ კიდევ ერთხელ მთავარ პროკურატურას, დაისაჯოს ყველა ის დამნაშავე, ყველა ის პირი, რომლის იდენტიფიცირებაც არის მარტივად შესაძლებელი და რომლებიც დღემდე რჩებიან დაუსჯელები! კადრებში ჩანს როგორ ცდილობენ ამ ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობას, როდესაც მანქანითაც კი ეჯახებოდნენ ამ ადამიანს, ეს პირიც კი არ არის დასჯილი, ამიტომ მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, ყველა საგამოძიებო უწყებას, რომ დაუყოვნებლივ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა “ქართული ოცნება" და ამ ადამიანებს ზურგს უმაგრებდა პოლიცია და სუს-ი”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში