პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ მოჯადოებულ, პარალელურ რეალობაში აცხოვრებს ხალხს, ქვეყანაში ყველა მიმართულებით მძიმეა ვითარება

პროპაგანდას კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა - „ქართული ოცნება“ მოჯადოებულ, პარალელურ რეალობაში აცხოვრებს ხალხს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ანგარიში აჩვენებს იმ მძიმე ვითარებას, რაც ქვეყანას აქვს.

„კიდევ ერთხელ ფარდა ახადა „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ევროპელი პარტნიორების შეფასებებმა. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ამ დროს ვხედავთ როგორ გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, მათი პროპაგანდაა ასევე, რომ რეკომენდაციები შესრულებულია და პირდაპირ გვეუბნებიან ვენეციის კომისიაში, ყველა ევროპულ ინსტიტუციაში, რომ რეკომენდაციები შესრულებული არ არის და 9 შესასრულებელი აქვს ქვეყანას. „ქართული ოცნება“ მოჯადოებულ, პარალელურ რეალობაში აცხოვრებს ხალხს, ქვეყანაში ყველა მიმართულებით მძიმეა ვითარება, მარტო ტროლები და ბოტები მუშაობენ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განაცხადების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა. ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში არარეგულარულად დარჩენის შემთხვევის რაოდენობა 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით - 21 910 ადამიანი 2022 წელს და 11 695 ადამიანი 2021 წელს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა