კახა ოქრიაშვილი - ლილუაშვილის გამოსვლა უნდა შეფასდეს ასე: „ყველამ ხმა ჩაიწყვიტეთ, ხელისუფლებაში ჩვენ უნდა დავრჩეთ, თუ გინდათ, რომ რეგიონში ატომური ბომბი არ აფეთქდეს!“

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სუს-ის უფროსის, ლილუაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ გამიმყარა ეჭვები, რომ საქართველოში რუსეთის აგენტურასთან დაკავშირებით, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე საზოგადოებას და მათ შორის, მეც მეგონა. ლილუაშვილს ორი მთავარი მესიჯი ჰქონდა:

  1. ფარცხალაძეს, რომელიც საქართველოს გენპროკურორი იყო, სულ ცოტა ხნის წინ რუსული პასპორტი არჩია ქართულს და მარტო ესეც საკმარისია, რომ რუსად ვაღიაროთ - სულაც არ მიიჩნევს აგენტად. ლილუაშვილი გვევლინება რუსეთის აგენტების მფარველად საქართველოში.
  2. ყველამ ხმა ჩაიწყვიტეთ, ხელისუფლებაში ჩვენ უნდა დავრჩეთ, თუ გინდათ, რომ რეგიონში ატომური ბომბი არ აფეთქდესო. ჩვენ, „რუსმა ქოცებმა“ უნდა ვმართოთ და ვძარცვოთ ეს ქვეყანა, მაგრამ თან, თუ ბომბი მაინც აფეთქდა, ვერ დაგიცავთო. რისი და ვისი დამცველები არიან, ხომ ხედავთ, რუსულ პასპორტებს იმზადებენ და დედაბუდიანად რუსეთში გასაქცევად ემზადებიან. ისრაელმა ვერ დაიცვა თავი 500 მოიერიშე თავდამსხმელისგან და ესენი დაიცავენ ატომური ბომბისგან რეგიონს და საქართველოს?!

ორი მიმართვა მაქვს: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და საქართველო, უკრაინა და ნათელ მხარეს მდგომი მსოფლიო აუცილებლად გაიმარჯვებს. და მეორე - მივმართავ „ქოცბანდაში“ დარჩენილებს და მათ მხარდამჭერებს: უკვე რამდენჯერ დამტკიცდა, რომ „ქოცების“ მატარებელი ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო, ჩრდილოეთის მიმართულებით მიდის. ჰოდა, ჩამოდით პირველივე გაჩერებაზე!

გამარჯვება ჩვენი იქნება!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა