ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება - რა იქნება ჩემი პოზიცია სიღარიბესთან დაკავშირებით, ამაზე ჩემს ანგარიშს უნდა დაელოდოთ

სახალხო დამცველის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება - რა იქნება ჩემი პოზიცია სიღარიბესთან დაკავშირებით, ამაზე ჩემს ანგარიშს უნდა დაელოდოთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს საქართველოს მოქალაქეთა მიერ ქვეყნის დატოვების გაზრდილი მაჩვენებელი, რაც ასახულია ვიზალიბერალიზაციის ანგარიშში.

ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხი ვერ ექნება, რადგან მისი მანდატი შემოფარგლულია ტერიტორიით.

„ეს კითხვა, იმ ხასიათისაა, რომელზეც ჩემი მანდატიდან გამომდინარე სრულფასოვანი პასუხი ვერ მექნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე, მაგრამ ჩვენი მანდატი შემოფარგლულია ტერიტორიით, საქართველოს ტერიტორიით. ვცდილობთ საქართველოს გარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, თუ მოგვმართავენ, დახმარება აღმოვუჩინოთ, მაგრამ ინსტიტუციურად ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, სახალხო დამცველი სხვა ქვეყნის ინსტიტუციას ინფორმაციას ვერ გამოითხოვს. მეტს ამაზე ვერაფერს გეტყვით. სახალხო დამცველის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება. მე ვაკრიტიკებ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს მმართველი გუნდი და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მეორე თავთან - ადამიანის უფლებებთან. ეს არის ჩემი საქმე. ამ ნაწილში რაც არის გასაკრიტიკებელი, ვაკრიტიკებ, პოლიტიკური ნაწილი უნდა აკრიტიკონ პოლიტიკოსებმა. სიღარიბის ნაწილს ეხება სახალხო დამცველის ანგარიშში სპეციალური თავი, თუ გაინტერესებთ წინა სახალხო დამცველის პოზიცია რა იყო, შეგიძლიათ ნახოთ. რა იქნება ჩემი პოზიცია სიღარიბესთან დაკავშირებით, ამაზე ჩემს ანგარიშს უნდა დაელოდოთ და იქნება ასახული. ყველა პრობლემა რომელიც სიღარიბესთან არის დაკავშირებული, ანგარიშში იქნება ასახული”, - განაცხადა იოსელიანმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით